კიტრის გასაოცარი ნიღბების შესახებ ბევრს სმენია, მაგრამ გაინტერესებთ, რა თვისებები განაპირობებს ამას და კონკრეტულად რაში ეხმარება კიტრი თქვენს ორგანიზმს? ქვემოთ მხოლოდ მისი რამდენიმე თვისებაა მოყვანილი:
1. დატენიანება
კიტრი წყლის 95%-იანი შემცველობის გამო შეუცვლელი დამატენიანებელია.
2. აღდგენა
მისი წვენი შეიცავს C ვიტამინსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენას უ ზრუნველყოფენ.
3. შეშუპების და ჩალურჯებების გაქრობა
ფლავონოიდებისა და ანტიოქსიდანტების დიდი შემცველობა კიტრს ჩალურჯებების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებად აქცევს.
4. ასაკის დამარცხება
კიტრის ნიღაბი გამოიყენება ნაოჭების წინააღმდეგაც.
ნიღბები:
1 ასაკის დამარცხება
კიტრის შიგთავსისგან მოამზადეთ ფაფა, შეურით 1-3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ალოე, 2 სადილის კოვზი ორგანული იოგურტი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ½ ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. დამატენიანებელი
გახეხილი კიტრისა და არაჟნის ნარევი (პროპორციით 1:1-ზე) წაისვით სახესა და ყელზე და გაიჩერეთ 15 წუთი.
3. ნაოჭების წინააღმდეგ
მთლიანი კიტრი დატოვეთ საყინულეში მთელი ღამის განმავლობაში, დილით გამოიღეთ, გაალღვეთ, დაჭერით და დაიდეთ სასურველ ადგილზე.
აი, რატომ უნდა დალიოთ კიტრიანი წყალი!