რჩევები

იაფიანი მეთოდები და აბაზანები დამსკდარი, გაუხეშებული ფეხის ქუსლებისთვის

იაფიანი მეთოდები და აბაზანები დამსკდარი, გაუხეშებული ფეხის ქუსლებისთვის
ზამთარში ფეხის ქუსლების დასკდომა არაერთი ჩვენგანის პრობლემაა.
ამის მიზეზი კი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება, დიაბეტი, თუმცა ბევრი რომ არ ვისაუბროთ, ყველაზე გავრცელებული მზეზე კანის გამოშრობა და ზედმეტად გადაჭიმვაა, რაც ქუსლებზე ნახეთქების გაჩენის მიზეზი და ელასტიკურობის დაკარგვა ხდება. ამ პრობლემის მოგვარება კი რთული არაა, როცა ზუსტად იცი, თუ როგორ უნდა მოამზადო წყალბადის ზეჟანგის აბაზანა.

სანამ ამ მეთოდზე გადავალ, ორიოდ სიტყვას ვაზელინის ეფექტურობაზეც გეტყვით, რომელიც დამსკდარი ქუსლების უებარი წამალია. ის არბილებს და
ატენიანებს კანს. ასევე გამოგადგებათ მალამოები, რომლებიც A და F ვიტამინებს შეიცავს. (10 წლით გაახალგაზრდავება ვაზელინის მეშვეობით!)


  1. ქუსლების სამკურნალოდ ფუტკრის ცვილის, პარაფინისა და სილიცილის მჟავების ნარევიც გამოგადგებათ, რომელიც ბამბით ფრთხილად უნდა დაიტანოთ ქუსლებზე. გაშრობის შემდეგ პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ და დოლბანდით შეიხვიეთ. რამდენიმე საათის შემდეგ კი ნელთბილ სოდიან და ძმრიან წყალში დაიბანეთ.
  2. ეფექტური მეთოდია ახალი კომბოსტოს ფურცლებიც, რომელთა გამოყენებაც საფენების სახით შეგიძლიათ.
  3. ამბობენ, რომ კარგი შედეგი აქვს გახეხილი ვაშლისა და ხახვის მასის წასმას, რომელსაც დოლბანდით იკრავენ.
  4. გაუხეშებული ქუსლების გაჯანსაღების კიდევ ერთი მეთოდი კარტოფილის პიურეს დაფენაა, რომელიც ნახევარი საათით მაინც უნდა გაიჩეროთ.
  5. ხშირად იყენებენ გლიცერინსაც, რომელსაც დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე ისვამენ.
  6. თუ ძილის წინ ფეხებს 1 ჩ.კ. ბორის მჟავასა და 1 ლ წყლის ნაზავში ხშირად დაიბანთ, კარგ შედეგს მალე მიიღებთ.
  7. კიდევ ერთი ეფექტური საშუალება წყალბადის ზეჟანგის აბაზანაა, რომლის მომზადება არც რთულია და არც ძვირი:

1,5 ლიტრ წყალში გახსენით 4 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი, მოათავსეთ ფეხები ახლად დამზადებულ ხსნარიან ქვაბში. სირბილესა და სასიამოვნო შეგრძნებას უმალ იგრძნობთ, თუმცა დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დამსკდარი გაქვთ ფეხები. პროცედურის შემდეგ ფეხების საგულდაგულოდ გახეხვა არ დაგავიწყდეთ.

ეს აბაზანა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ და შედეგს აუცილებლად მიიღებთ. ამ პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ ზემოთ მოცემული მალამოები თუ მეთოდებიც გამოიყენოთ. ასევე, ნებადართულია გლიცერინისა და ძმრის ნაზავის წასმაც. უმჯობესი იქნება, თუ მალამოებს ძილის წინ აღარ ჩამოიბანთ. ვაზელინი სილამაზისთვის, მისი 10 გამოყენება, რომელიც აქამდე არ იცოდით.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი