რჩევები

როგორ გავიქროთ ცხვირ-ტუჩის ნაოჭები სახლის პირობებში

როგორ გავიქროთ ცხვირ-ტუჩის ნაოჭები სახლის პირობებში
პირველი, რაც ასაკს გასცემს - ცხვირ-ტუჩთან არსებული ნაოჭებია.

როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას შინაური მეთოდებით


1. შეწყვიტეთ ცილოვანი დიეტები

ცილოვანი დიეტა აუცილებელია სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. ცილა ეხმარება კუნთის მასის ზრდას, მატებს ძალას და ორგანიზმის გამძლეობას ზრდის. თუმცა, ამ დიეტას კანთან დაკავშირებული პრობლემებიც ახლავს თან.
იკვებეთ ახალი ხილით და ბოსტნეულით. ისინი ფორებს ასუფთავებენ ცხიმოვანი მჟავებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ეს კი ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებას ზრდის.

პროდუქტების ბალანსი ასეთი უნდა იყოს:


20-35 % ცილა, 10-15%
ცხიმი, 50-60 % ნახშირწყლები.


2. შეამცირეთ შაქრის და ტკბილი საკვების რაოდენობა


შაქარი კანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. შეეცადეთ, ერთი კვირით მაინც თქვათ უარი ტკბილეულზე და მაშინვე შეამჩნევთ, როგორ უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენი კანის ფაქტურა.

3. სვით ბევრი სუფთა წყალი

ჩაის, ყავის და ალკოჰოლის სმის კულტურა უფროა განვითარებული ჩვენთან, ვიდრე წყლის მიღების. მოზარდი ადამიანი დღეში დაახლოებით 2,5 ლ წყალს უნდა იღებდეს.

4. გამოიყენეთ ნატურალური სკრაბები და ნიღბები

იხილეთ რეცეპტი, როგორ მოამზადოთ სკრაბი სახლის პირობებში
იხილეთ სახის შინაური ნიღბები


5. სახის მასაჟი

გაიკეთეთ სახის მასაჟი ბალახეულის ნახარშის ყინულებით. ის კანს ტონუსში მოიყვანს და მის მდგომარეობას გააუმჯობესებს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93