რჩევები

არანაირი ლაქა და სიჭრელე! როგორ შევარჩიოთ და წავისვათ ავტორუჯი სწორად

არანაირი ლაქა და სიჭრელე! როგორ შევარჩიოთ და წავისვათ ავტორუჯი სწორად
ფერმკრთალი კანი ზამთარშიც არ ახარებს თვალს და სეზონის მიუხედავად, ყოველთვის გინდა, ბრინჯაოსფერი სხეულით მოიწონო თავი. რუჯის მიღება ზიანის გარეშე კი ავტორუჯის საშუალებითაა შესაძლებელი.

როგორ ავარჩიოთ იდეალური ავტორუჯი და როგორ წავისვათ ისე, რომ კანზე ლაქები არ დაგვრჩეს? - ამას სტატიაში მოგითხრობთ.

თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ნატურალური და მბზინავი რუჯი გარანტირებული გექნებათ!

სწორი ტონალობა


  • ზედმეტად მუქი ავტორუჯი ასაკს მატებს და არაბუნებრივად გამოიყურება. აარჩიეთ თქვენს კანზე ორი ტონით მუქი ავტორუჯი.
ავტორუჯის წასმამდე, აუცილებლად გამოიყენეთ გამწმენდი ტანის სკრაბი. წინააღმდეგ
შემთხვევაში, რუჯი არათანაბრად განაწილდება კანზე და ჭუჭყიან ეფექტს მიიღებს. გამოიყენეთ ისეთი სკრაბი, რომელიც არ შეიცავს ზეთებს, რადგან ზეთი კანს და ავტორუჯს შორის დამცავ ბარიერს წარმოქმნის.


აირჩიეთ ხარისხიანი ავტორუჯი. ბოდილავას ავტორუჯი კანს სძენს ულამაზეს შოკოლადისფერ რუჯს. გამოიყენება სახეზეც და ტანზეც. არ აყვითლებს და არ აჭრელებს, როგორც ჩვეულებრივი ავტორუჯი. შედეგი არის წასმისთანავე, ხოლო საბოლოო შედეგი, ნახევარ საათში.

(გაამოძრავეთ ფოტოზე გამოსახული ღერძი და იხილეთ ეფექტი)



მას აქვს დამატენიანებლის ფუნქციაც. ასევე - სასიამოვნო პარფიუმის ნეიტრალური სურნელი, არც ძალიან მძაფრი ან გრილი და არც ძალიან ტკბილი.
ბოდილავას ავტორუჯი ისე უნდა გადაინაწილოთ კანზე, როგორც ლოსიონი. ხელით ყველაზე მარტივად ნაწილდება. კანი კარგად იწოვს მას და არ გადადის ტანისამოსზე.

ავტორუჯი ყოველთვის გრილ და მშრალ ადგილას წაისვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოფლი ხელს შეუშლის თანაბარ ფენად განაწილებას.
სხეულის ყველაზე მშრალ ადგილებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. თუ კარგად არ დაიტენიანებთ, ამ ადგილებზე რუჯი სხვა ფერს მიიღებს.
ხელებზე წასმისას, თითები კატის თათებივით მოხარეთ.

ავტორუჯის წასმის შემდეგ გამოიყენეთ ღრუბელი, ის ზედმეტ მასას მოაშორებს. ღრუბელი წაისვით ხელის თითებს შორისაც.


  • არ ჩაიცვათ ტანისამოსი, სანამ ავტორუჯი კარგად არ გაშრება. გასაშრობად შეგიძლიათ ფენი გამოიყენოთ. უბრალოდ ჩართეთ ის „ცივ რეჟიმზე“.
  • საბავშვო შხაპგელი ეფექტს ბევრად დიდი ვადით შეგინარჩუნებთ.
  • პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ხელები, რომ ხელისგულები არ განარინჯისფრდეს.
  • თუ წასმიდან რამდენიმე საათის შემდეგ ფერი ძალიან ღია მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ კიდევ ერთი, თხელი ფენა დაიმატოთ.

როგორ წავისვათ ავტორუჯი სახეზე?

გაიწმინდეთ კანი სკრაბით. დაელოდეთ, სანამ კარგად არ გაშრება. შემდეგ აკურატულად წაისვით ბოდილავას ავტორუჯი. წასმა დაიწყეთ ლოყებიდან. ნიღბის ეფექტის ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კისერს.


ავტორუჯის მოცილება

ბოდილავას ავტორუჯი ძალიან მარტივი მოსაცილებელია. ის წყლით უნდა ჩამოიბანოთ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენიც.
გამოწურეთ 2 ლიმონი და გაჟღინთეთ წვენში ხელსახოცები. შედეთ მიკროტალღურ ღუმელში 1-2 წთ. დარწმუნდით, რომ კარგად გაცხელდა. შემდეგ აკურატულად გაიწმინდეთ ის ადგილები, სადაც რუჯი გისვიათ.

ახლა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ ავტორუჯი. - ყველაფერი თქვენს ხელშია!

 

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93