რჩევები

სახისა და ტანის სკრაბის 3 საუკეთესო რეცეპტი

სახისა და ტანის სკრაბის 3 საუკეთესო რეცეპტი
ზაფხული მოვიდა და ალბათ, გასარუჯად რამდენიმე რჩევა უკვე მიიღეთ. ახლა დროა, გარუჯვამდე ტანი სკრაბით დაიმუშაოთ, სხეულიდან მკვდარი უჯრედები მოიშოროთ და წინა წლის შემორჩენილი რუჯიც გააქროთ ტანიდან. გარუჯვამდე სკრაბის გამოყენება აუცილებელი პროცედურაა. ასე მზე თანაბრად მოეკიდება თვენს სხეულს, ფერი უკეთ დაჯდება ტანზე და რუჯიც დიდი ხანი შეგინარჩუნდებათ. ეს ყველაფერი რომ არ გამოვტოვოთ, საჭიროა სკრაბის დასამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტი მოვიმარაგოთ.

ნახეთ 3 სკრაბის რეცეპტი, რომლებიც სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ


ყავისა და შაქრის სკრაბი კანის ბზინვარებისთვის


ინგრედიენტები:

  • ¼ ჭიქა დაფქული
    ყავა
  • ¼ ჭიქა შაქარი
  • ½ სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 3 კაფსულა ვიტამინი E

შეურიეთ ყველა ინგრიედიენტი ერთმანეთში მანამ, სანამ ერთ მთლიან მასას არ მიიღებთ. დაირბილეთ და გაიწმინდეთ კანი სკრაბის გამოყენებამდე, შემდეგ კი თითებით დაიწყეთ სკრაბის წასმა და თითის ბალიშებით 5-10 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ სხეული. ჩამოიბანეთ სკრაბი თბილი წყლით და გაიმეორეთ იგივე კვირაში 2-3-ჯერ.
ყავისა და შაქრის სკრაბი მთლიანად მოგაშორებთ სხეულიდან მკვდარ უჯრედებს, ზეითუნის ზეთი კი დაამშვიდებს სხეულს. სკრაბის გამოყენების შემდეგ დაიტენიანეთ ძლიერი დამატენიანებლით ტანი, რადგან რუჯის მიღებამდე კანი დატენიანებული უნდა იყოს.

ქოქოსის ზეთის ტანის სკრაბი


კანის ბზინვარებისა და გასუფთავებისთვის მეორე შესანიშნავი სკრაბი სწორედ ქოქოსის ზეთისგან მზადდება.

ინგრედიენტები:

  • ¼-½ ჭიქა შაქარი (უმჯობესია შაქარი გრანულებად აქციოთ)
  • ½ ჭიქა ქოქოსის ზეთი

შეურიეთ ინგრედიენტები, მოამზადეთ და გაისუფთავეთ კანი, შემდეგ კი დაიწყეთ სკრაბის გადანაწილება თითებით. 5-10 წუთში უკვე გაწმენდილი კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ გაიმეორეთ და ნახავთ, რომ თქვენი კანი საოცრად მბზინვარე გახდება. შეგიძლიათ ეს სკრაბი გამოიყენოთ სახეზეც, თუმცა ტანზე უკეთესი ეფექტი აქვს.
ქოქოსის სკრაბის შემდეგ კანი დატენიანებას არ საჭიროებს, რადგან ქოქოსი ისედაც ატენიანებს და აჯანსაღებს კანს.

შვრიის სკრაბი ტანისთვის


ინგრედიენტები:


  • ½ ჭიქა შვრია (მშრალ მდგომარეობაში)
  • ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • ½ ჭიქა თაფლი
  • ¼ ჭიქა ჟოჟობის ზეთი
  • 2 წვეთი ლავანდის ზეთი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, რამდენიმე წუთი კარგად ურიეთ და შემდეგ სუფთა კანზე დაიტანეთ ეს არომატული სკრაბი. 10-წუთიანი დამასაჟების შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ლავანდის საოცარი არომატით დატკბით. ეს სკრაბი კვირაში 2-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
სკრაბის მოშორების შემდეგ შეგიძლიათ დაიტენიანოთ კანი, თუმცა ლავანდისა და ჟოჟობის ზეთი ისედაც ატენიანებს კანს და საოცარ არომატაც დიდხანს შეგინარჩუნებთ.

წყარო:stylecraze.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93