რჩევები

პრაქტიკაში გამოყენებული რჩევები - როგორ მივიღოთ შოკოლადისფერი რუჯი

პრაქტიკაში გამოყენებული რჩევები - როგორ მივიღოთ შოკოლადისფერი რუჯი
ჩვენ თვალს ვადევნებდით ქალთა ჯგუფებში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მათ შორის ერთ-ერთი აქტუალური სწორედ გარუჯვას ეხებოდა. ქალბატონებმა გაამხილეს, რა ხრიკებს იყენებენ იმისთვის, რომ დამწვრობა აიცილონ თავიდან და სასიამოვნო შეფერილობაც ჰქონდეთ.
როგორ მივიღოთ შოკოლადისფერი რუჯი დამწვრობის გარეშე - ეს კითხვა უამრავ ქალს ტანჯავს. განსაკუთრებით მაშინ, თუ თეთრი ფერის კანი აქვთ და მზის რამდენიმე სხივიც კი დამწვრობის საშიშროებას წარმოქმნის.

ქალბატონები ყოველ 30-40 წუთში წყალში შესვლას გვირჩევენ.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ შუალედს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
წყალში 5-10 წუთის მანძილზე უნდა გავჩერდეთ, რომ არ დავიწვათ და კანი გაგრილდეს. სხვა შემთხვევაში კანი გადაგვიხურდება და დამწვრობის მიღების შანსიც უფრო მაღალია.

ვისაც შოკოლადისფერი რუჯი სურს, მისწრებაა შიის კარაქი, რომელიც პირველი წასმიდან ხელახლა უნდა დაიტანოთ 1,5 საათის გასვლის შემდეგ, რადგან კანში ამ დროისთვის უკვე მაქსიმალურად შეიწოვება. 

ყურადღება მიაქციეთ იმას, რამდენად მაღალი ხარისხისაა ის ეთერზეთები, რომლებსაც ფერის გასაძლიერებლად გამოიყენებთ.
და ყველაზე მნიშვნელოვანი: უნდა გავითვალისწინოთ, რომ მზისგან დამცავ კრემს შედარებით მაღალი SPF ჰქონდეს - უკეთესი იქნება, თუ მისი რიცხვი 15-დან იწყება.

ერთი მხრივ, ამბობენ, რომ დამცავი კრემი გარუჯვის პროცესს არ აჩქარებს, მაგრამ სწორედ კრემის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ შიის ან ქოქოსის კარაქი. პირველს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, რადგან თუ პრაქტიკასაც გავითვალისწინებთ, ჩემი მეგობარი ქოქოსის კარაქის გამოყენების შემდეგ დამწვრობისგან მაინც იტანჯებოდა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი ჩვენგანის კანი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. უნდა გავითვალისწინოთ სპეციფიკა და ისიც, თუ დღის რომელ მონაკვეთში ვირუჯებით უკეთ.

შეგახსენებთ, რომ გარუჯვა დამწვრობის გარეშე - რეკომენდებულია ძირითადად დილას და შუადღის შემდგომ საათებში, მაშინ, როცა მზე ისეთი მწველი აღარაა.


ავტორუჯის მოშორების 5 ყველაზე ეფექტური ხრიკი
მზისგან დამცავი კრემი წაისვით და მაინც დაიწვით? SPF კრემის გამოყენების 6 შეცდომა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი