მუცლის ცხიმის დაკარგვა წონის კლების და სხეულის ლამაზი ფორმების შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. სხეულის სხვა ნაწილებში ცხიმის რაოდენობასთან შედარებით, მუცლის ცხიმი ყველაზე მავნე სახეობაა, რადგან კვლევებით დასტურდება, რომ ის კავშირშია დიაბეტთან და გულის დაავადებებთან.
შესაბამისად, ფიზიკური სილამაზის გარდა, ცხიმის დაკარგვას შეიძლება მოჰქონდეს ძალიან ბევრი დადებითი თქვენი ჯანმრთელობისთვისაც.
მუცლის სიმსუქნე განსაზღვრულია დაახლოები 88 სანტიმეტრით ქალებში და 102 სანტიმეტრით მამაკაცებში.
გთავაზობთ 5 მარტივ მიმართულებას, რომლებიც დაგეხმარებათ მუცლის ცხიმის მოშორებაში:
1. დიდი რაოდენობით ცილის ჭამა ამცირებს შიმშილის დონეს, რაც ძალიან ეფექტური საშუალებაა მუცლის ცხიმის დასაკარგად.
2. შაქრის ჭარბი მოხმარება შესაძლოა იყოს ცხიმის ზრდის მთავარი მიზეზი. შესაბამისად, ეცადეთ აუცილებლად შეამციროთ შაქრის რაოდენობა ორგანიზმში. შეგიძლიათ შაქარი მიიღოთ ხილისა და სხვა ბუნებრივი პროდუქტების გზით.
3. ნახშირწყლების კვების რაციონიდან ამოღება დაეხმარება თქვენს ღვიძლს, იმუშაოს უფრო მსუბუქად, კარგად და სხეულს უბიძგოს მუცლის ცხიმის მოშორებისკენ.
4. რასაკვირველია, ყოველდღიური ვარჯიში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სასარგებლო და უსაფრთხო გზაა ცხიმის მოსაშორებლად. დღის განმავლობაში 15-20 წუთის დათმობაც კი საგრძნობლად შეამცირებს თქვენს ცხიმს.
5. ეცადეთ განსაზღვროთ, რას მიირთმევთ და რამდენს. ცილების, ცხიმების თუ სხვა ვიტამინების რაოდენობა უნდა დააბალანსოთ და ეცადოთ, ყოველდღიურად ერთმანეთის მსგავსი იყოს. საკვების მიღების თვალყურის დევნება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა აწონოთ და გაზომოთ ყველაფერი, რასაც ჭამთ.
ასე რომ, მუცლის ცხიმი დაკავშირებულია გარკვეული დაავადებების რისკთან. ადამიანების უმეტესობას შეუძლია შეამციროს მუცლის ცხიმი ძირითადი ცხოვრების წესის ცვლილებებით, როგორიცაა მჭლე ცილების მიღება, ბოსტნეულითა და ხილით სავსე ჯანსაღი დიეტა და რეგულარული ვარჯიში.
სრული სიმართლე ინტერვალურ შიმშილზე, ანუ 18-საათიან დიეტაზე - ენდოკრინოლოგ ნაია ლატარიას მნიშვნელოვანი რჩევები
დაივიწყეთ მოდური დიეტები! ეს საკვები დაგეხმარებათ წონის კლებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში