სანამ თქვენ იყენებთ გარეგნობას თქვენი შინაგანი ენერგიის გადმოსაცემად, თავს ყოველთვის ახალგაზრდად იგრძნობთ. ხალხი უკეთ მიხვდება, ვინ ხართ, თუ თქვენი ვარცხნილობა თქვენივე შინაგან სამყაროს გამოხატავს.
თმა უნდა გამოიყურებოდეს მსუბუქად და მარტივად. ამისთვის კარგი გზა არჩევანის ქერა, ღია ფერის ტონებზე შეჩერებაა.
გთავაზობთ ვარცხნილობის 5 სტილს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ უფრო ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურებოდეთ:
1. მხრებამდე სიგრძის თმა
ქალები თვლიან, რომ როგორც კი მიაღწევენ გარკვეულ ასაკს, მათ აღარ შეუძლიათ გრძელი თმის მოხდენა. მაგრამ ეს არ არის სიმართლე. მხრების სიგრძის ვარცხნილობა მშვენიერი არჩევანია, თუ გსურთ, რომ ვარცხნილობა იყოს ინტენსიური, მოძრავი და შესამჩნევად უხდებოდეს თქვენი სახის ფორმას.
2. "ჩოლკები"
შეუძლიათ თქვენს სახეს ახალგაზრდობის ეფექტი შესძინონ, თუ ისინი უფრო მცირე სიგრძის იქნება. ეცადეთ, თმის ღერები თვალების არეს არ ეხებოდნენ, რათა თქვენი თვალები არ დაიჩრდილოს.
3. ნიკაპის სიგრძის თმა
ეს არის სტილი, რომელიც გულისხმობს თმის შეჭრას ნიკაპამდე. მსგავსი ვარცხნილობა გამოკვეთს სახის ნაკვთებს და დაეხმარება თმას, შეინარჩუნოს სიჯანსაღე.
4. ყურზე გადაწეული თმა
ეს სტილი გულისხმობს დაახლოებით ყურის სიგრძის თმის ღერებს, რომლებიც უფრო გრძელია უკანა მხრიდან. შესაბამისად თქვენი ყურები, სახე, ცხვირი და თვალები შედარებით გამოკვეთილია.
5. ნაწნავები
თქვენ შეიძლება დაუყოვნებლივ უარყოთ ნაწნავების იდეა, რადგან ფიქრობთ, რომ ისინი მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებისთვისაა. თუმცა ეს სტილი ხანდაზმულ ქალსაც კი მატებს ახალგაზრდულ იერს და უნიკალურობას.
6 მარტივი ინგრედიენტი, რომელიც ბზინვარე კანისა და თმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო? კამერონ დიასი ამბობს, რომ სახეს მხოლოდ კვირაში ორჯერ იბანს