53 წლის ჯენიფერ ენისტონის რჩევები მოვლილი და მბზინავი სახის კანისთვის - Marao

53 წლის ჯენიფერ ენისტონის რჩევები მოვლილი და მბზინავი სახის კანისთვის

2022-05-09 10:48:13+04:00


ჰოლივუდის მსახიობის, ჯენიფერ ენისტონის თავის მოვლის რუტინა უკვე დიდი ხანია საზოგადოების ინტერესის საგანია. 53 წლის მსახიობი ყოველთვის თან ატარებს სილამაზის პროდუქტებით სავსე ჩანთას და იყენებს როგორც სახის მასაჟებს, ასევე სახის ვიბრაციულ თერაპიასაც.

ენისტონი გულშემატკივრებს ურჩევს, დაიცვან სახის მოვლის მინიმალური, მაგრამ ეფექტური რეჟიმი, რათა კანის ბარიერი იყოს ჯანსაღი და ძლიერი. ამისთვის აუცილებელია დილით და ძილის წინ სახის თბილი წყლით დაბანა, გამომშრალი კანის შემთხვევაში დამარბილებელი კრემის წასმა და ბევრი წყლის მიღება, რათა კანმა დეჰიდრატაცია არ განიცადოს და არ გამოშრეს.

ჯენიფერი ახალგაზრდა კანის შესანარჩუნებლად ასევე იყენებს მჟავას, რომელსაც გააჩნია ამქერცლავი ეფექტი და მარტივად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს. ყოველდღიურობაში კი აუცილებლად თან დააქვს მზისგან დამცავი კრემები, რომლის გარეშეც სახის კანი შრება და უხეში ხდება.

შედეგად, ენისტონის სახის კანზე არა მხოლოდ მისი გულშემატკივრები, არამედ თავად ჰოლივუდის მსახიობებიც კი ოცნებობენ.

7 კომპონენტი, რომლებსაც თქვენი კანის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს

"კარგი გენეტიკა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამას ხელი უნდა შევუწყოთ..." - 95 წლის ლედი ჯეინ ავისი საკუთარი სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლოს ამხელს

მარტივი და იაფი რჩევები მათთვის, ვისაც მოვლილი და ბზინვარე სახის კანი სურს