ბევრმა ჩვენგანმა არ იცის ლაინერის სწორად წასმა და მას იმდენად ფართოდ ისვამენ, რომ საბოლოოდ შედეგი ვიზუალურად ვიწროვდება და გაღიზიანებული თვალებიდან ცრემლდენა იწყება.
სინამდვილეში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოდელების მსგავსი მაკიაჟის გაკეთება და ამისთვის ვიზაჟისტების დახმარება სულაც არ არის საჭირო. მთავარია იცოდეთ 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ლაინერის წასმის პროცესში უშვებენ და არ გაიმეოროთ ისინი.
შეცდომა ნომერი 1: ფართო ხაზი ქვედა ქუთუთოს გასწვრივ
ხშირად ქვედა ქუთუთოზე სქელი შავი ხაზი ამძიმებს მზერას და ხაზს უსვამს თვალის ქვეშ არსებულ სისხლჩაქცევებს. ეს არ ნიშნავს, რომ ლაინერზე მთლიანად უარი უნდა თქვათ, უბრალოდ ეცადეთ ლაინერი უფრო ღია ფერის თვალის ჩრდილით შეცვალოთ.
შეცდომა ნომერი 2: დაბინძურებული თვალის ლაინერი
წვიმასა და თოვლში სულ რამდენიმე საათის შემდეგ ლაინერი დაბინძურებული გვეჩვენება, ხაზები კარგავს სიცხადეს და მაკიაჟი მოუწესრიგებელს ემსგავსება. ეფექტის გახანგრძლივების ყველაზე მარტივი გზა ლაინერზე მცირე რაოდენობით გამჭირვალე თვალის ჩრდილის წასმაა.
შეცდომა ნომერი 3: დაუდევარი ხაზები
პრობლემის თავიდან ასარიდებლად უმარტივესი გამოსავალია წამწამების გასწვრივ პატარა წერტილების დასმა და მათი სწორი ხაზით დაკავშირება.
შეცდომა ნომერი 4: ლაინერი თვალების შიდა კუთხეებში
არ წაისვათ ლაინერი თვალების შიდა კუთხეებზე, ხაზი უნდა დაიწყოს გარე კუთხიდან და ოდნავ მიუახლოვდეს შიდას. დაიმახსოვრეთ, ასეთი შეცდომა გამოიწვევს იმას, რომ თვალები დაიწყებს წყლიანობას და გახდება ვიზუალურად უფრო ვიწრო.
შეცდომა ნომერი 5: ტუში თვალის ლაინერამდე
ტუში ყოველთვის ბოლოს წაისვით, თუმცა არ იფიქროთ, რომ რაც უფრო მეტ ფენას წაისვამთ, უკეთესი შედეგი გექნებათ.
როგორ მოვუაროთ კანს, რომ ის ლამაზი და ხავერდოვანი გახდეს
თმის სწრაფად გასაზრდელი ნიღბის ყველაზე მარტივი, ეფექტური და ნაცადი რეცეპტი
7 კომპონენტი, რომლებსაც თქვენი კანის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს