ჰოლივუდისთვის მისაღები წონისა და ფორმის შენარჩუნება ჩვენს საყვარელ ვარსკვლავებს ხშირად ძალიან ძვირი უჯდებათ. წონაში კლება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, რომელსაც მათი გადატვირთული გრაფიკი და მკაცრი დისციპლინაც ემატება.
ჯენიფერ ენისტონი ექსტრემალურად ჯანსაღად იკვებება და როგორც ამბობს, დილით საერთოდ არ ჭამს, შემდეგ კი დაახლოებით 16 საათი მშიერს უწევს ყოფნა. მისთვის ლანჩი მხოლოდ ბოსტნეული და ხილია, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ პროტეინებს შეიცავს. ჯენიფერის სადილის მენიუც ლანჩის მსგავსია, ამის შემდეგ კი მსახიობი მეორე დღის ლანჩის დრომდე აღარ იკვებება.
ცნობილი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემიც ენისტონის მსგავს დიეტაზეა. ვიქტორიას საოცარი ფიგურა ნებისმიერი გოგოს ოცნებაა, ამის მისაღწევად კი ის მხოლოდ გრილზე შემწვარ თევზს, მოხარშულ ბოსტნეულს და ხილს მიირთმევს. ვიქტორიას ქმარმა დევიდ ბექჰემმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ქალს დიეტა მაშინაც კი არ დაურღვევია, როდესაც ფეხმძიმედ იყო.
ევა მენდესი აცხადებს, რომ დილით ყოველთვის ჭამს კვერცხს, შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში ბრინჯს, სალათებს და ხილს მიირთმევს. მენდესის თქმით, ასეთი დიეტის დაცვა დიდ ენერგიას და ფსიქოლოგიურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, თუმცა იდეალური ფიგურის შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი.
ჭამთ ყველაფერს და ნებისმიერი რაოდენობით - ლეგენდარული ქეით მოსის დიეტა, რომლითაც მოდელი 21 დღეში 5 კილოგრამამდე იკლებს
რძისა და სტაფილოს სუპერეფექტური დიეტა - ლეგენდარული მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო