ლეგენდარული მერილინ მონროს შესახებ თითქმის ყველაფერია ცნობილი: მისი ბიოგრაფია, პირადი ცხოვრება, ტანსაცმლის ზომა და საყვარელი სუნამოს ბრენდიც კი. ცოტამ თუ იცის, რომ საკულტო მსახიობი იცავდა სპეციალურ დიეტას, რომლის საშუალებითაც მონროს სხეული ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა.
ყველასთვის ცნობილია, რომ მერილინი ძალიან პომპეზური ქალი იყო. მიუხედავად ციცაბო თეძოებისა და მკერდისა, მსახიობს ძალიან თხელი წელი ჰქონდა. მისი წონა პერიოდულად იცვლებოდა, მაგრამ მონროს 46 ზომაზე დიდი ტანსაცმელი არასდროს ჩაუცვამს. ამასთან, მერილინი მადის ნაკლებობას არასდროს უჩიოდა.
„არასდროს მიმაჩნდა ჩემი ფიგურა განსაკუთრებულად. ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ საკუთარ თავს გამხდარს ვერ ვუწოდებდი“, - წერდა მონრო ავტობიოგრაფიაში.
მსახიობმა 1952 წელს ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესო დეტალები გაამხილა და თქვა, რომ ყოველ დილას საფირმო საუზმით იწყებდა; კერძოდ, თბილ რძეში რამდენიმე უმ კვერცხს აგდებდა, ურევდა და სვამდა.
„ჩემი დიეტა საკმაოდ მარტივია. საღამოსკენ მივდივარ ბაზარში და ვამზადებ სტეიკს, რომელსაც ღუმელში ვაცხობ, ბოლოს კი უმ სტაფილოს მივირთმევ“, - თქვა მან.
მონრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი ჩვევა არის რეგულარული სტუმრობები საკონდიტრო მაღაზიებში, სადაც ის ხშირად მიირთმევდა კარამელის ნაყინს.
თანამედროვე დიეტოლოგებმა უკვე გააკეთეს კომენტარი მონროს დიეტაზე და მას დაბალანსებულს და გონივრულს უწოდებდნენ. ექსპერტების აზრით, მსახიობი რეგულარულად ჭამდა, არ აიძულებდა თავს შიმშილს, რითაც გააჯანსაღა საჭმლის მომნელებელი სისტემა, აირჩია ჯანსაღი კვების წესი და ყველაფერს აბსოლუტურად სწორად აკეთებდა.
მერლინ მონროს სასიყვარულო სამკუთხედი - ვარსკვლავის პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები და ურთიერთობები გავლენიან პოლიტიკოსებთან
როგორები იქნებოდნენ სიბერეში ის ვარსკვლავები, რომლებიც ახალგაზრდები გარდაიცვალნენ?
მერილინ მონროს ექსკლუზიური ფოტოები, სადაც ჩანს ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა