რჩევები

მაკიაჟის 5 წესი ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელისგან - ასე იქმნებოდა ედა ილდიზის პერსონაჟის იმიჯი

მაკიაჟის 5 წესი ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობის, ჰანდე ერჩელისგან - ასე იქმნებოდა ედა ილდიზის პერსონაჟის იმიჯი
ცოტა ხნის წინ, IMDb კინოპორტალის მიხედვით, ჰანდე ერჩელი ყველაზე პოპულარული თურქი მსახიობი იყო მსოფლიო ვარსკვლავებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი "დააკაკუნე ჩემს კარზე" უკვე დასრულდა, ჰანდე ერჩელის სურათები სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ნახვად ფოტოებად რჩება.

ცნობილია, რომ ჰანდეს დამახასიათებელი მაკიაჟი და იმიჯი თურქმა ვიზაჟისტმა ალი რიზა ოზდემირმა შეიმუშავა და ედა ილდიზის პერსონაჟი შექმნა.

ალი ამბობს, რომ ჰანდესთან მუშაობისას, როგორც წესი, სილამაზის რამდენიმე ძირითად პროდუქტს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში ედა ილდიზის მაკიაჟი საკმაოდ „ბუნებრივია“,
არსებობს 5 ძირითადი წესი, რომლებსაც ალი სერიალის გადაღებებზე იყენებდა:

1. იდეალური ტონი
პირველ რიგში, ვიზაჟისტი ჰანდეს სახის ტონს ათანაბრებს. მისი გმირი ედა ილდიზი ცხოვრობს სტამბოლში, ბოსფორის ნაპირზე. ასე რომ, მთელი წლის განმავლობაში აქვს ღია ბრინჯაოსფერი რუჯი.

2. ჩრდილები ბრინჯაოს ელფერით
სერიალში "Knock on My Door" ჰანდე ერჩელი თითქმის ყოველთვის ერთნაირ მაკიაჟს ატარებს. რაც შეეხება თვალებს, ისინი დაფარულია ძირითადი ყავისფერი ჩრდილებითა და ბრინჯაოსფერი ელფერით.

3. შავი ხაზები
მსახიობის ყავისფერი თვალების ხაზგასასმელად ალი იყენებს შავ თვალის ლაინერს და ფანქარს წამწამებს შორის არსებული სივრცის დასახატად. „კატის“ თვალების ეფექტი მიიღწევა ზედა ქუთუთოს გასწვრივ წვრილი ისრების დახატვით.

4. ტუჩის ფანქარი და შესაბამისი პომადა
ედა ილდიზი მაყურებელს პირველივე წუთებიდან ხიბლავს თავისი მგრძნობიარე ტუჩებით. ალი რიზა ოზდემირი ხაზს უსვამს მათ ბუნებრივ სილამაზეს თბილი, კარამელისფერი ფანქრით.
ის ჩვეულებრივ იყენებს იისფერ კონტურსაც და ტუჩის მთელ ზედაპირზე ოდნავ ბზინვარე პომადას უსვამს.

5. წარბის ფანქარი და გელი
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ედა ილდიზის წარბები. სტილისტი ალი ოზდემირი მათზე შავი ფანქრით მუშაობს, შემდეგ კი დასამაგრებელი გელით მაღლა სწევს.



ჰანდე ერჩელი ქერემ ბურსინის შემდეგ ქაან ილდიმირსაც დაშორდა

ჰანდე ერჩელის გლამურული მოგზაურობა მილანში დასთან, გამზე ერჩელთან ერთად

თურქი ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის პირადი ტრაგედია და სასიყვარულო ცხოვრება





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93