ჰანდე ერჩელის გლამურული მოგზაურობა მილანში დასთან, გამზე ერჩელთან ერთად - Marao

ჰანდე ერჩელის გლამურული მოგზაურობა მილანში დასთან, გამზე ერჩელთან ერთად

2022-04-06 13:09:51+04:00


Bazaar Arabia-ს გამოცემა აზიარებს ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ დები ერჩელების გლამურული მოგზაურობიდან მილანში.

რა შეიძლება იყოს დასთან ერთად იტალიაში დროის გატარებაზე უკეთესი? ჰანდე ერჩელი თავის დასთან, მსახიობ და მოდელ, გამზე ერჩელთან ერთად ისვენებს. როგორც ტაბლოიდები წერენ, ერჩელები „შტურმით იპყრობენ“ მილანს თავიანთი სუპერმოდური ფოტოებით, რომლებმაც უკვე დიდი ხმაური გამოიწვია ინტერნეტში.

გამზე ერჩელმა გააზიარა ფოტოები მისი და ჰანდეს ბოლო სავაჭრო თავგადასავლებიდან. ბოტეგა ვენეტადან ატიკომდე... დებმა ნამდვილად კარგად იციან, სად უნდა წავიდნენ, თუ მოდურად ჩაცმა სურთ.

გუშინ Sen Çal Kapımı-ს მსახიობმა გამოაქვეყნა საყვარელი, გულწრფელი ფოტოები "ინსტაგრამზე", სადაც ის და გამზე იღიმებოდნენ და ერთად სასიამოვნო, ოჯახურ დროს ატარებდნენ. გამზე წარმოუდგენლად ელეგანტურად გამოიყურებოდა თეთრ პალტოში, მოდური სათვალეებით, ლურჯი ჯინსებითა და ხელჩანთით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვსურს მეტი გავიგოთ ჰანდეს მოგზაურობის შესახებ, ეს არის ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით, თუმცა დები ახალი ფოტოებისა და პოსტების გამოქვეყნებას აქტიურად აგრძელებენ.

„ჰანდე ერჩელს თითოეულ ეპიზოდში 150 000 დოლარს შესთავაზებენ, რაც 2 მილიონ ლირაზე მეტია,“ - რა თანხას გამოიმუშავებს მსახიობი დისნეის პროექტში მონაწილეობის სანაცვლოდ

თურქი გულშემატკივრები ჰანდე ერჩელისა და ქერემ ბურსინის დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ

სიმპათიური თურქი მამაკაცების არმია: ჰანდე ერჩელის პირადი ურთიერთობები და რვა შეყვარებული