ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი ნიღაბი წიწიბურით – მკითხველის რეცეპტი - Marao

ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი ნიღაბი წიწიბურით – მკითხველის რეცეპტი

2014-08-06 13:02:59+04:00

წიწიბურის ფქვილი საოცარი გამაახალგაზრდავებელი თვისებით გამოირჩევა, ის ფაქიზად ასუფთავებს კანს, არბილებს და კვებავს სახისა და სხეულის კანს.

წიწიბურის ფქვილით ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში ნიღაბი.

სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

წიწიბურის ფქვილი (2-4 სუფრის კოვზი).

ზეითუნის ზეთი – ორი სუფრის კოვზი.

მომზადების წესი:

1. მოამზადეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები.

2. წიწიბურა უნდა დაფქვათ წმინდად (ყავის საფქვავში).

3. შეურიოთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და წიწიბურას ფქვილი.

გამოყენება:

დაიდეთ ნიღაბი სახეზე და ყელზე 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი უხდება ნებისმიერი ტიპის კანს. გარდა ნიღბისა მისი გამოყენება შეგიძლიათ ტანის სკრაბადაც.

ასევე იხილეთ:

ძალიან მარტივად მოსამზადებელი ლოსიონი გამონაყარისთვის – მკითხველის რეცეპტი

როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ლაქები ჩაის ტილოებს – მკითხველის რეცეპტი

ვარცხნილობის მარტივად გასაკეთებელი ლოსიონი - მკითხველის რეცეპტი

ვაშლი შაქრით - ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი რეცეპტი მკითხველისგან