ნიღბების ერთთვიანი კომპლექსი "მასკარადი" – წარმოუდგენელი შედეგით - Marao

ნიღბების ერთთვიანი კომპლექსი "მასკარადი" – წარმოუდგენელი შედეგით

2014-10-17 14:42:00+04:00

ამ კომპლექსს ვიკეთებთ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში თითო ნიღაბს.

1. გამწმენდი

აურიეთ: 1 სუფრის კოვზი წმინდად გახეხილი სტაფილო, 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მსუბუქად შეიზილეთ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი... ჩამოიბანეთ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით (ყველა ნიღბის საერთო წესი). შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

2. მკვებავი

ერთმანეთში აურიეთ: 2 სუფრის კოვზი ხაჭო, 1 სუფრის კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი თაფლი. დაიდეთ სუფთა კანზე. ჩამობანის შემდეგ კრემის წასმა არ არის საჭირო.

3. დამატენიანებელი

ნებისმიერი ბოსტნეულისა და ხილის (სეზონის მიხედვით) რბილობი გაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ და დაიდეთ სუფთა კანზე. ჩამობანვის შემდეგ წაისვით კრემი.

4. გამაახალგაზრდავებელი

აურიეთ: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი. გააჯერეთ ამ მასით ქაღალდის ხელსახოცი ან მარლის ნაჭერი და დაიდეთ სახეზე, ზემოდან დაიფინეთ თბილი პირსახოცი. 20 წუთში მოიხსენით ნიღაბი და ჩამოიბანეთ თბილი რძით. კრემი საჭირო არ არის.

5. სახის ფერის გასაუმჯობესებლად

ნიღაბი: თიხას + 1 ჩაის კოვზი თაფლი + 1 სუფრის კოვზი არაჟანი.

6. მათეთრებელი

ერთმანეთში აურიეთ მარილი და არაჟანი თანაბარი პროპორციებით (1:1), შეიზილეთ სახისა და ყელის კანზე და ჩამოიბანეთ. კრემი არ არის საჭირო.

7. დამჭიმავი

ათქვიფეთ: 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ნაღები. გაასქელეთ ფქვილით ოლადის ცომის კონსისტენციამდე. დაიდეთ სახეზე 20-30 წუთი, იქამდე, სანამ დაჭიმულობას არ იგრძნობთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

საოცარი ეფექტი გელით!

ასევე იხილეთ:

როგორ დავგეგმოთ სილამაზის პროცედურები ოქტომბერში? – სილამაზის კალენდარი

თავის მოვლის ერთკვირიანი გრაფიკი, რომლისთვისაც დღეში მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდებათ