რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება ერთ ღამეში - Marao

რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება ერთ ღამეში

2014-11-04 14:06:50+04:00

ერთ ღამეში რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება ზღაპარს ჰგავს? დიახ, ერთი შეხედვით! თუმცა გირჩევთ, რომ მაინც სცადოთ. მით უმეტეს, რომ რთული აქ არაფერია.

1. სცადეთ და ამაღამ ადრე დაწექით – 22.00-დან 23.00 საათამდე. ამ დროს თქვენი ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარეა კოსმეტიკური პროცედურების მიმართ, ამ უკანასკნელის ჩატარება კი ძილის წინ მოგიწევთ.

2. აუცილებლად ჩამოიცილეთ მაკიაჟი სახიდან. გაისუფთავეთ გელით ან სკრაბით კანი. მოიმზადეთ წინასწარ ნებისმიერი, თქვენთვის შესაფერისი სახის ნიღაბი, რომელსაც ქსოვილზე წაუსვამთ და ისე დაიფენთ დაძინებისას.

3. წაისვით ხელის მკვებავი კრემი, ასევე, ფეხის. ტერფებსა და ხელებზე კრემი სქელ ფენად წაისვით. ჩაიცვით ხელებზე სილიკონის ხელთათმანები, ხოლო ფეხზე - სილიკონის წინდები.

თანამედროვე დაწესებულებებში ძალიან მშრალი ჰავაა და თუ ამგვარად არ დაიცავთ ხელებსა და ფეხის ტერფებს, კანი ძალიან გამოგიშრებათ და გაგიუხეშდებათ. დაბერების პროცესი კი ასე უფრო დაჩქარდება.

4. მნიშვნელოვანია, სწორად დაწვეთ დასაძინებლად: დაწექით ზურგზე, ბალიშის კიდეები წამოსწიეთ წინ.

5. კბილებზე დაიკარით მათეთრებელი ფირფიტები.

6. სახეზე დაიფინეთ წინასწარ მომზადებული ქსოვილის ნიღაბი.

მთელი ღამის მანძილზე კანი დატენიანდება და წვრილი ნაოჭები მთლიანად გასწორდება.

დილით სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი გაგაოცებთ, რადგან შედეგი სახეზე იქნება!

ასევე იხილეთ:

ლიფტინგ-ნიღაბი ყველა ტიპის სახისთვის- გასაოცარი შედეგი

მწვანე ჩაის ნიღაბი ნაოჭებს წაგიშლით

ნიღბების ერთთვიანი კომპლექსი "მასკარადი" – წარმოუდგენელი შედეგით