აღმდგენი ნიღაბი გაუფერულებული და დაზიანებული თმისთვის - Marao

აღმდგენი ნიღაბი გაუფერულებული და დაზიანებული თმისთვის

2020-03-25 10:44:25+04:00

რისთვის: თმის აღდგენა, მოცულობა, ქერტლი, ცვენა.

ინგრედიენტები: 1 ფლაკონი აბუსალათინის ზეთი.

ტიპი: შენაღები თმა.

დრო: 60 წუთი

აბუსალათინის ზეთი შესანიშნავად აღადგენს ძალიან მშრალ, დაზიანებულ და დასუსტებულ თმას. კვებავს მას, ანიჭებს სიბზინვარეს.

მომზადების წესი:

  • ჩადგით აბუსალათინის ზეთის ფლაკონი ცხელ წყალში 15 წუთით, ზეთი შეთბება.
  • შპრიცით (ნემსის გარეშე) ამოიღეთ ზეთი ფლაკონიდან.

გამოყენება: შპრიცით დაისხით ზეთი თმის განაყოფებში. შეიზილეთ თითებით მთელ თმაში.

შეიფუთეთ ცელოფნით და შემდეგ თბილი პირსახოცით. გაიჩერეთ 1 საათი.

ჩამოიბანეთ შამპუნით 2-3-ჯერ.

რეკომენდაციები:

იმისათვის, რომ ნიღაბი ადვილად შეითვისოს თმამ, ზეთი უნდა იყოს ცხელი. ამიტომაც არის, რომ გამოყენებამდე მას ვათბობთ, შემდეგ კი თბილად ვიფუთავთ თმას.

ინტენსიური მკურნალობისთვის ზეთი შეიზილეთ დღეგამოშვებით. ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად კი – კვირაში ერთხელ.

შედეგი:

თმის გასაოცარი მოცულობა, სიძლიერე, კვება და ბზინვარება.