ეს არის იაფი, ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი, რომელიც თვეში რამდენიმე სანტიმეტრს მოგაცილებთ წელის, თეძოს, დუნდულებისა და ბარძაყების გარშემო. უკვალოდ ქრება ცელულიტი.
რეცეპტი:
2 სუფრის კოვზი შავი თიხა (გახსენით თბილ წყალში არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე), 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი და 1 ჩის კოვზი თაფლი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. შეიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით და შემოიხვიეთ პლედი.
ასე იწექით ერთი საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი შხაპით. წაისვით ნებისმიერი ტანის კრემი.
მკურნალობის კურსისთვის უმჯობესია სკრაბის კვირაში 2-ჯერ გაკეთება, ხოლო პროფილაქტიკისთვის კვირაში ერთხელაც საკმარისია.
ეფექტის თვალსაჩინოებისთვის, გირჩევთ, კურსის დაწყებამდე და შემდეგ გაიზომოთ გარშემოწერილობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა სკრაბის რომელიმე ინგრედიენტზე.
ასევე იხილეთ:
მარტივად მოსამზადებელი სკრაბები იდეალური უკანალისთვის
წიწაკის წებოვანა - მარტივი და იაფი საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ
როგორ დავიკლოთ წონაში ახალ წლამდე დიეტისა და ვარჯიშის გარეშე?