"ჰელოუინი" – ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის. საწყისს კი კელტურ ფესტივალ "სამჰეინიდან" და ქრისტიანულ "ყველა წმინდანის დღიდან" იღებს. ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისათვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი პირველი ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსების კოსტიუმებს იცვამენ. ამ გართობის მიღმა "ჰელოუინის" უძველესი არსი იმალება. მთელ ევროპაში ეს ღამე აღინიშნებოდა, როგორც ზამთარში გადასასვლელ პერიოდად. ითვლებოდა, რომ ამ დროს გარდაცვლილთა სულები ბრუნდებოდნენ საიქიოდან, რათა მოენახულებინათ თავიანთი სახლები და ცეცხლთან გამთბარიყვნენ. ისინი დაბორიალობდნენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს სთხოვდნენ საჭმელსა და სასმელს.
<div>ჰელოუინიInfogram</div>
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script><script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>თამაში: იპოვე ერთნაირი ფიგურები
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>გაამოძრავეთ ხაზი ფოტოზე
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>მე-19 საუკუნეში ემიგრანტებმა ირლანდიიდან "ჰელოუინი" ამერიკაში "წაიღეს". აშშ-ში სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ჩვეულებები შეერწყა ინდიელთა რწმენას, რის შედეგადაც გაჩნდა ამერიკული ვერსია დღესასწაულისა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. "ჰელოუინის" პირველი დღესასწაულების დროს ეწყობოდა წარმოდგენები, მკითხაობები და ცეკვები. აღნიშნავდნენ მოსავლის აღებას, ჰყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს მკვდრებსა და მოჩვენებებზე.

მე-19 საუკუნის ბოლოს "ჰელოუინი" სახალხო დღესასწაულად აქციეს. ბევრი ცრურწმენა ისტორიაში დაიკარგა. დღესასწაული იქცა ღონისძიებად თავისი აღლუმებით, კონკურსებითა და კონცერტებით. თუმცა აბობოქრებული ახალგაზრდების ვანდალური აქტების ჩაცხრობა მხოლოდ 50-იან წლებში მოხერხდა. მას შემდეგ ყოველი 31 ოქტომბერს, ღამის 12 საათის შემდეგ, სახლებში დადიან კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები. ახლა "ჰელოუინი" არ არის უბრალოდ ღამე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილები დადიან და აგროვებენ ტკბილეულს.

"ჰელოუინი" ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია. უძველესმა მითებმა გაგრძელება პოპ-კულტურაში, სიმბოლიზმსა და თანამედროვე ტრადიციებში ჰპოვა. "ჰელოუინის" ღამეს ადამიანები მეზობელ სახლებს სტუმრობენ, რათა მკვდრების საკვების ძიების პროცესი განასახიერონ. ისინი, ვინც კანფეტებს არიგებს, ანსახიერებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, აამონ ავ სულებს. დემონებისა და გობლინების ნიღბები ბოროტ სულებს განასახიერებს.

გოგრის თავი – "ჰელოუინის" აუცილებელი ატრიბუტია. გოგრა თავისუფლდება შიგთავსისაგან და გამოიჭრება სახე, ხოლო შიგნით იდება სანთელი. გოგრა ერთდროულად სიმბოლიზდება მოსავლის აღების დასრულებასთან და ბოროტი სულების დაფრთხობასთან. დრუიდების ძველი კალენდრის მიხედვით, ინგლისში პირველ ნოემბერს დგებოდა ახალი წელი. ამისთვის, 31 ოქტომბერს საჭირო იყო ავი სულების გაყრა, რომლებიც ამ ღამეს გამოდიოდნენ დღის სინათლეზე. ამერიკაში ამ დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება კანფეტები. ამერიკული "ჰელოუინის" ძირითადი ატრიბუტები – გოგრის ფარანი და კანფეტების შეგროვებაა – Trick or Treat ("ფული ან სული").
