ფსიქო

6 საშუალება, „მოვიპატიჟოთ“ სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში

6 საშუალება, „მოვიპატიჟოთ“ სიყვარული ჩვენს ცხოვრებაში
სიყვარული უსაზღვროა და ბევრად უფრო დიდი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როდესაც გააცნობიერებთ და ამას ნამდვილად შეიგრძნობთ, მიხვდებით,  რომ სიყვარულის მოზიდვა არც ისეთი ადვილი ყოფილა.

მიიღეთ და იყავით მადლიერი იმ სიყვარულის, რომელიც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში

თქვენი მთავარი მიზანია, მიიღოთ უკვე არსებული სიყვარული და იყოთ მისი მადლიერი, მთელი გულითა და სულით. დამიჯერეთ, ეს სულაც არ არის რთული. საკმარისია, მიმოიხედოთ გარშემო და სიყვარულს მართლა შეიგრძნობთ. იმ სიყვარულს, რომელიც დიდი ხანია თქვენ ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ვერც კი ამჩნევთ. ის აქვეა. ის თქვენ
ირგვლივაა.

მადლიერმა უნდა გაიხსენოთ ყველა, ვისაც უყვარხართ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინაა ეს. თქვენი კოლეგა, საუკეთესო მეგობარი, ბარისტა, რომელიც ყოველ დილას გიკეთებთ ყავას. არ აქვს მნიშვნელობა, ვის, უბრალოდ გადაუხადეთ მადლობა – ენერგეტიკულ დონეზე, გულში, ფიქრებით, გულწრფელად.

ნუ იქნებით პასიური და ინერტული. გაუწოდეთ ხელი პირველმა

რამდენად ხშირად ხვდებით მეგობრებს, რომლებმაც დაგირეკეს და შემოგთავაზეს შეხვედრა? რამდენად ხშირად გითქვამთ უარი მათთვის?
სამყარო ყოველდღე გაძლევთ შანსს, შეხვდეთ სხვა ადამიანს, შეცვალოთ ყოველდღიური რუტინა, შეიგრძნოთ ამ ადამიანების ზრუნვა და სითბო. თქვენი დავალება ადვილზე ადვილია. მიიღეთ გამოწვდილი ხელი და მიეცით უფლება სხვას, უყვარდეთ.

ნუ გეშინიათ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან

აინშტაინმა ერთხელ თქვა: «სისულელეა, აკეთო ყოველდღე ერთი და იგივე და ელოდო სხვა შედეგს».
როდესაც გეჩვენებათ, რომ არავის უყვარხართ, არ გამჩნევენ და არ გჩუქნიან საკუთარ სითბოს, ეს ნიშნავს ერთს: – უნდა მოიქცეთ სხვანირად და სასურველია, თუ ამას იზამთ დღესვე.
რთული ამაში არაფერი არაა, მთავარია, შეცვალოთ დღის რუტინა. ჩაეწერეთ შემსწავლელ კურსებზე, წადით რომელიმე თანამშრომლის დაანონსებულ საღამოზე. მთავარია, გააკეთოთ რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ. ყველა შემთხვევაში თქვენ გამოძვრებით თქვენი თბილი, მაგრამ მოსაწყენი კომფორტის ზონიდან.
სხვანაირად ვერსდროს შეხვდებით თქვენს ნახევარს. კომფორტის ზონიდან გამოსვლის შემთხვევაში კი გაგიჩნდებათ შანსი, შეხვდეთ თქვენს სიყვარულს.

უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი

წარმოუდგენელია, შეგიყვაროთ ვინმემ ან თავად გასცემდეთ სიყვარულს, თუ არ შეიყვარებთ საკუთარ მე-ს.
ჭეშმარიტად საკუთარი თავის სიყვარული – ესაა აკეთოთ ის, რაც გგონიათ, რომ სასრგებლოა და სწორი თქვენი თავისთვის.

იყავით კეთილი

ნამდვილი, გულწრფელი სიკეთე - ეს სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორმაა, რაც ნიშნავს, რომ აჩუქო სხვას შენი თავი,  რათა გახადო მისი ცხოვრება უფრო ადვილი, კეთილი. ჩვენ თავად უნდა გვსურდეს, შევიტანოთ სიკეთე სხვის ცხოვრებაში, ისე, რომ არ დაველოდოთ დღესასწულებს. ვუთხრათ ადამიანებს კომპლიმენტები, გავაკეთოთ გემრიელი კექსი თანამშრომლებისთვის. აჩუქეთ სითბო და სიკეთე ხალხს და სამყარო მას ათმაგად დაგიბრუნებთ მალე.

გაუშვით წარსული სინანულის გარეშე და დაივიწყეთ

ყველა ჩვენგანს აქვს ერთი სევდიანი ისტორია სიყვარულზე, რის მერეც გვიჭირს კვლავ მივიღოთ და დავიჯეროთ ახალი სიყვარულის, ეჭვი გვეპარება შევძლებთ თუ არა. ამ კითხვაზე პასუხი კი თავადვე იცით - შეძლებთ! ახალი სიყვარული ვერ მოვა თქვენს ცხოვრებაში, თუ არ გაუშვებთ ძველს.

ის, რომ თქვენ ოდესღაც წარსულში გული გაგიტეხეს, ნიშნავს ერთს, თქვენ მზად ხართ კვლავ გიყვარდეთ და იყოთ საყვარელი ადამიანი სხვისთვის. გახსოვდეთ, სიყვარული ხშირად მოდის ჩვენთან, მაგრამ ხშირად არ ვართ მზად მის მისაღებად.

თათა შენგელია
წყარო: consciousreminder.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი