ფსიქო

იგავი ძველ სამურაიზე - როგორ ვმართოთ სიბრაზე

იგავი ძველ სამურაიზე - როგორ ვმართოთ სიბრაზე
«არ გაუშვა შენი სიბრაზე. ეს იგივეა, რაც ხელში ცხელი ნახშირი გეჭიროს, რომელიც გინდა, ვინმეს ესროლო, მაგრამ ამ შემთხვევაში დამწვრობას მიიღებ».

მოხუცი სამურაი

ძველ დროში ტოკიოდან არც ისე შორს ცხოვრობდა მოხუცი სამურაი. თავისი ცხოვრების მანძილზე მან ბევრი ბრძოლა მოიგო. მას პატივს სცემდნენ. მთელი ქვეყნიდან მიდიოდნენ ახალგაზრდა სამუარები, რათა რამე ესწავლათ და მიეღოთ მისგან ბრძნული რჩევა.
ერთხელაც მას სტუმრად ეწვია ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავშეუკავებლობით. თავისი ურთიერთობის პროვოკაციული მანერით ხშირად გამოჰყავდა სხვები წყობილებიდან.

მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა მოხუცი სამურაი,
რათა გაემდიდრებინა საკუთარი გამარჯვების ისტორია კიდევ ერთი მიღწევით. მას ლეგენდარულ მებრძოლთან გამარჯვება ჰქონდა ჩაფიქრებული.
ახალგაზრდა სამურაი ბევრს ცდილობდა, ემოქმედა ფსიქოლოგიურად, გაებრაზებინა მოწინააღმდეგე, მაგრამ არ გამოუვიდა მოხუცი სამურაის პროვოცირება. გავიდა რამდენიმე საათი, მაგრამ მისმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ახალგაზრდა სამურაის მოუწია დამარცხების აღიარება.

თუმცა მოხუცი სამურაის მოწაფეები გაოცებულები იყვნენ. მათმა მასწავლებელმა ხმალიც კი არ გამოიყენა, როდესაც მოწინააღმდეგე მას შეურაცხყოფას აყენებდა. მასწავლებელს ეს ლაჩრობის გამოვლინებად ჩაუთვალეს, რაზეც მოხუცმა უპასუხა:
„საჩუქარს, რომელსაც გჩუქნიან და არ იღებთ, რჩება იმ ადამიანის ხელში, რომელიც მას გჩუქნით და თუ მისგან წამოსულ ლანძღვა-გინებას არ მიიღებთ საკუთარ თავზე, ისინი დარჩებიან მთქმელთან!“


რა გაკვეთილი შეიძლება ვისწავლოთ ამ ისტორიიდან?

«არ გაუშვა შენი სიბრაზე. ეს იგივეა, რაც ხელში ცხელი ნახშირი გეჭიროს, რომელიც გინდა, ვინმეს ესროლო, მაგრამ ამ შემთხვევაში დამწვრობას მიიღებ».

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. ჩვენ ირგვლივ მუდმივად მოიძებნებიან ტოქსიკური ადამიანები, ის დესტრუქციული პიროვნებები, რომლებიც თავიანთ ნეგატივს ვითომ დახმარების სურვილით ნიღბავენ, რომ პარალელურად გავნონ. ცდილობენ, თქვენში გამოიწვიონ დანაშაულის და არასრულფასოვნების განცდა.
სხვა სიტყვებით, თუ ჩვენ მათ არ ავყვებით პროვოკაციაზე; ვნახავთ ძალას საკუთარ თავში, არ მივიღოთ ჩვენ თავზე მათი ტოქსიკური სიტყვები. ამის მაგივრად გავჩუმდებით და ნეიტრალურად ვუპასუხებთ; ვეცდებით,   თავი ავარიდოთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობას. ამგვარად გავაუვნებელვყოფთ იმ ადამიანს.

ისწავლეთ გაცნობიერებული რეაგირება

  • ეცადეთ, კარგად შეისწავლოთ საკუთარი თავი. უნდა იცოდეთ, რა სიტყვებსა და წამოძახილებზე გქონდეთ რეაგირება. როდესაც მსგავს სიტუაციაში ჩავარდებით, არ აჰყვეთ ,,თავდამსხმელს“ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გონიერება.
  • დატოვეთ წარსული წარსულში. რაც იყო, ეს უკვე წარსულია. რა აზრი აქვს, მუდმივად განიცდიდეთ შიშსა და სირცხვილს იმაზე, რაც იყო, რაც მოხდა ბევრი წლის წინ? გავიდა დრო და საკმარისია დარდი.
  • ემოციების კონტროლი - ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება. თუ მათ მივუშვებთ, ამით ჩვენ დავკარგავთ ემოციების კონტროლის შესაძლებლობას.
  • ხოლო თუ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე გვექნება გაცნობიერებული რეაგირება, მაშინ თავს კარგად დაიცავთ.
ჩვენ მუდმივად გვჭირდება არჩევანი - მივიღოთ თუ არ მივიღოთ პროვოკაცია. ჩვენი რეაქცია ჩვენი არჩევანია!

თათა შენგელია

წყარო: exploringyourmind.com

ბრძნული იგავი: რაშია ჩვენი პრობლემების მიზეზი?

იგავი: რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეს ბოროტებით?


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31