რა აგრძნობინებს ადამიანს სიყვარულს? ეს კითხვა რომ დაისვას, თითქმის ყველა ქალს განსხვავებული პასუხი ექნებოდა.
ზოგიერთი ქალისთვის გასაღები არის წვრილმანების კეთება ყოველდღე, მაგალითად, საყვარელი სასმლის შენახვა და ქმრისთვის მირთმევა, როდესაც მას განსაკუთრებით მძიმე დღე აქვს. ან აშკარა გზები, როგორიცაა ემოციური მხარდაჭერის მუდმივი წყარო.
სიმართლე ისაა, რომ როგორც ყველა ქალი განსხვავებულად გამოხატავს თავის სიყვარულს, ყველა მამაკაციც განსხვავებულად იღებს სიყვარულს.
იხილეთ ეს 10 მნიშვნელოვანი გზა, რათა მამაკაცმა იგრძნოს, რომ ის გიყვართ:
1. ენთუზიაზმის გამოვლენა
კაცები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ მოსწონთ, როდესაც საყვარელი ქალი მათ მიმართ ენთუზიაზმს ავლენს.
2. ჩახუტებით მისი გაოცება
ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და უმიზეზოდ ჩაეხუტოთ პარტნიორს. ეს მათ თქვენს თბილ დამოკიდებულებას აგრძნობინებს.
3. მუდმივი კონტაქტის დამყარება
ხელის ჩაკიდება, საყიდლებზე ერთად სიარული, თავის მის მუხლებზე დადება და მსგავსი მოქმედებები ყოველთვის საუკეთესო გზაა სიყვარულის გამოსახატავად.
4. შეტყობინებების გაგზავნა "მორზეს კოდით"
სიმბოლური და დამახასიათებელი შეტყობინებების გაგზავნა, რომლებიც თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარეობს და სხვები ვერ გაიგებენ.
5. სეირნობა
არაჩვეულებრივი საშუალებაა კიდევ უფრო მეტი მოგონების შესაქმნელად და ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.
6. ყავის მომზადება
თუ თქვენ პარტნიორზე ადრე იღვიძებთ, ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად მოუმზადოთ მას დილის ყავა.
7. დილით ადრე ჩახუტება
კარგი გზაა დღის სასიამოვნო ტალღაზე დასაწყებად და მთელი დღის განმავლობაში დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად.
8. სასურველი ტექსტების გაგზავნა
მარტივი და სწრაფი შეტყობინებები, იმის აღსანიშნავად, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ფიქრობთ მასზე.
9. მისი ნდობის განმტკიცება
ყოველთვის მხარში დაუდექით, ენდეთ და აჩვენეთ, რომ შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს, რასაც მოისურვებს.
10. მხარდაჭერა
თუნდაც თქვენი საყვარელი მამაკაცი მანქანას აკეთებდეს და თქვენ არაფერი გაგეგებოდეთ, უბრალოდ გვერდით დაჯექით და თუ დრო გაქვთ, უყურეთ, ამას როგორ აგვარებს.
თუ ქორწინებას ბზარი გაუჩნდა, აუცილებელია, ეს ერთი შეკითხვა დაუსვათ მეუღლეს
11 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ვიღაც თქვენ მოტყუებას ცდილობს
ძლიერი კავშირის 4 პრინციპი - როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერი ოჯახი - ფსიქოლოგის რჩევები