ფსიქო

5 მეთოდი ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად

5 მეთოდი ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად
პარტნიორის ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრება და კონკრეტული გზების შემუშავება, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს სუსტი მხარეები, მნიშვნელოვანია ჯანსაღი პარტნიორობისთვის.

პარტნიორებს შეუძლიათ ისარგებლონ რჩევებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაამშვიდონ ერთმანეთის შფოთვა.

ეს ფაქტორები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური მიზიდულობა ან საერთო ინტერესები.

1. შეგიძლიათ წარმოთქვათ ეს წინადადება: ჩემი პარტნიორი კარგია „რაღაცაში“ მაგრამ არა „ამაში“

მაგალითად, ახლახანს ერთმა მეგობარმა მითხრა: „ჩემი შეყვარებული კარგია საიდუმლოების შენახვაში, მაგრამ არ არის კარგი ინტერესის გამოხატვაში.“
რატომ არის ეს აუცილებლად მნიშვნელოვანი?
ყველა იმსახურებს პარტნიორს, რომელიც მას ძალიან დეტალურად იცნობს.

2. თქვენ პოულობთ საერთო გამოსავალს ერთმანეთის ინტერესებზე დაყრდნობით

იმავე მეგობარმა მითხრა, რომ მის მეუღლეს ბავშვის დაბადებამდე სურდა გაეგო მათი შვილის სქესი, რადგან წინასწარ შეერჩია სახელი, თავად კი ეს არ სურდა. სწორედ ამიტომ, მათ წინასწარ შეარჩიეს სახელი როგორც ბიჭის, ასევე გოგოსთვისაც და პრობლემაც მოგვარდა.

3. რა სჭირდება თქვენს პარტნიორს ყველაზე უარეს შემთხვევაში შფოთვის მოსაშორებლად?

გაარკვიეთ რა საკითხებზე ეწყება შფოთვა თქვენს პარტნიორს და ეცადეთ აირიდოთ ისინი. მაგალითად, თუ იცით რომ მას ფრენის შიში აქვს, არ დაჯავშნოთ ხანგრძლივი ფრენა, თუმცა თუ ამის გაკეთება მაინც მოგიწევთ, ხელს ნუ გაუშვებთ და აჩვენეთ, რომ მის გვერდით ხართ.

4. თქვენ სისუსტეებზე საუბარი აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენმა პარტნიორმა იგრძნოს მხარდაჭერა

ყველას აქვს საკუთარი თავის დაუცველი მხარე. ურთიერთობის ნაწილი არის პარტნიორისადმი დაუცველი მხარის ჩვენება. ძალიან უმნიშვნელო ქცევებსაც კი შეუძლიათ მხარდაჭერის გამოხატვა.

5. თქვენ იცით, რომელი ცნობილი ადამიანისგან სურდა თქვენს პარტნიორს დაბადების დღის მილოცვის მიღება?

ბევრ ჩვენგანს სურს, რომ პრეზიდენტი, მილიარდერი, ოსკაროსანი მსახიობი ან სხვა ცნობილი ადამიანი იყოს ის, ვინც დაბადების დღეს მოგვილოცავს. გაარკვიეთ როგორი დაბადების დღე სურს თქვენს პარტნიორს, როგორ აპირებს მის აღნიშვნას და დაეხმარეთ ამ გეგმების სრულყოფაში, ეს დღე მას ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრდება.



როგორ განიცდიან მამაკაცები და ქალები დაშორებას: მსგავსებები და განსხვავებები

ყველაფერი იმის შესახებ, თუ რატომ არის წარსული ასეთი მიმზიდველი და როგორ მოვიშოროთ ყოფილთან დაბრუნების სურვილი

10 უბრალო გზა, რომელთა დახმარებითაც თქვენს საყვარელ მამაკაცს სიყვარულს ყოველდღე აგრძნობინებთ

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93