რატომ უშვებენ ჭკვიანი ქალები უამრავ შეცდომას ურთიერთობებში - Marao

რატომ უშვებენ ჭკვიანი ქალები უამრავ შეცდომას ურთიერთობებში

2022-06-18 16:23:33+04:00


ოდესმე უკან მოგიხედავთ და გიკითხავთ თქვენს ყოფილ პარტნიორთან რატომ ჩერდებოდით?

თუ თქვენს წარსულს კარგად გააანალიზებთ, უამრავ წითელ გაფრთხილებას დაინახავთ, რომლებსაც ურთიერთობაში ყოფნის დროს ყურადღებას არ აქცევდით, რადგან სიყვარულის სურვილით ძალიან იყავით დაბრმავებული.

თუ თქვენს თავს სიმართლეში გამოტყდებით, დაინახავთ რომ ყველაფერი ცხვირწინ გქონდათ და დასაწყისშივე იცოდით, რომ ურთიერთობა კრახისთვის იყო განწირული.

ადამიანები ყველაზე ხშირად გადაწყვეტილებებს ემოციებით ვიღებთ და მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმას, რასაც გონება გვკარნახობს. თითქმის ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას მხოლოდ იმპულსებისა და ემოციების საფუძველზე იღებს. ქალები სარკეში ჩახედვისას ამბობენ, რომ გასუქდნენ და საკუთარი სხეული არ მოსწონთ, თუმცა დიეტაზე ყოფნა და ვარჯიში არ სურთ. შესაბამისად, იმისთვის რომ რაიმე შეცვალოთ, პირველ რიგში, საკუთარ ემოციებთან გამკლავება მოგიწევთ.

სწორედ ამ ემოციურობის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ გამოიყურება რეალობა, თქვენ ყოველთვის იპოვით მიზეზებს და თავის გასამართლებელ ფაქტებს ამ ყველაფრის შესაცვლელად.

დაკვირვებიხართ როგორ მარტივად აძლევთ რჩევებს მეგობარს, როდესაც საქმე შეყვარებულს ეხება, მაგრამ საკუთარ რჩევებს თქვენ ვერასდროს ითვალისწინებთ? მარტივად ხედავთ იმას, რომ თქვენი მეგობარი მეტს იმსახურებს, მაგრამ საკუთარ შეყვარებულში უკეთესის დანახვას ყოველთვის შეძლებთ.

ნუ გაამართლებთ პარტნიორს იმის გამო რომ ის გიყვართ, სიყვარული არ ნიშნავს თავის დამცირებას და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით.

ბრიტანელი ქალები ამბობენ, რომ შვილებისთვის ქორწილის ხარჯის გადახდა მოძველებული ტრადიციაა

5 მეთოდი ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად

ყველაფერი იმის შესახებ, თუ რატომ არის წარსული ასეთი მიმზიდველი და როგორ მოვიშოროთ ყოფილთან დაბრუნების სურვილი