კორეელები მხოლოდ საფუძვლიანი ფიქრის შემდეგ იწყებენ ოჯახის შექმნას. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცი 34 წლის შემდეგ ქორწინდება, რადგან დიდი ფინანსური კაპიტალია საჭირო არა მარტო ქორწილისთვის, არამედ საცხოვრებლადაც. კორეელი კაცები დაახლოებით 26 წლიდან იწყებენ მუშაობას.
ზოგადად, კორეაში ქორწილი მაქსიმუმ 2-3 საათს გრძელდება, შედგება ოფიციალური ცერემონიისა და ბანკეტისგან, სადაც სტუმრები უბრალოდ ჭამენ. ახალდაქორწინებულები კი თითოეულ მაგიდას უახლოვდებიან და მადლობას უხდიან აუდიტორიას, რომ პატივი მიაგეს და მათ ქორწილს დაესწრნენ. ამავდროულად, ქორწილის მინიმალური ფასი დაახლოებით 10 ათასი დოლარი ან მეტია.
კორეაში ოჯახი პირველ ადგილზეა. კაცისთვის ყველაზე ცუდი სამსახურის დაკარგვაა, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ოჯახის მარჩენალი ის არის. ქვეყანაში მშობიარობის შემდეგ ბევრი ქალი უარს ამბობს მუშაობაზე.
კორეულ ოჯახებში ნორმალურად ითვლება, რომ ქმარს ფული მოაქვს და მთლიანად ცოლს აძლევს, რადგან მან საკვებისა და სხვა აუცილებელი ხარჯებისთვის გაანაწილოს. კაცები მზრუნველნი არიან, ბევრ მათგანს შეუძლია ცოლის დახმარება ბავშვის ან სახლის საქმეებში.
კორეაში მნიშვნელოვანია იყო ლამაზი. თუ ლამაზი ხარ, მეტი მეგობარი გყავს, მეტი შანსი, კარგ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და კარგ პირობებში დაქორწინდე. ამიტომ, კორეელი ქალები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პლასტიკურ ოპერაციებს.
კორეელი ქალების უმრავლესობა იცავს დიეტას, ისინი მიირთმევენ მხოლოდ თევზს და ბოსტნეულს. ისინი არ ირუჯებიან და ყველა შესაძლო გზითა და კრემით ცდილობენ მზის სხივების არიდებას, რათა კანი არ დაეწვათ.
კორეელი ქალები კანის მოვლას 14-15 წლიდან იწყებენ. მათი აზრით, ჯანსაღ კანს უფრო კარგი ბზინვარება აქვს. ისინი იყენებენ მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებს, რომლებსაც ხშირად თავადვე ქმნიან ხოლმე.
კორეაში ქალები იტარებენ უამრავ პროცედურას: სახის მასაჟს, სხვადასხვა ლაზერებს, რომლებიც ასტიმულირებენ კოლაგენის გამომუშავებას და ცხვირის ან სხვა ნაწილების ოპერაციებს.
ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორეაში ოჯახური ვალდებულებები მშვენივრად არის განაწილებული და აქ მცხოვრები ქალებიც და კაცებიც ჰარმონიაში, ერთმანეთის სიყვარულითა და პატივისცემით ცხოვრობენ.
რატომ უშვებენ ჭკვიანი ქალები უამრავ შეცდომას ურთიერთობებში
როგორ ვუპასუხოთ ყოფილის მესიჯებს
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!