ფსიქო

11 გაუცნობიერებელი მიზეზი, რის გამოც მამაკაცი თქვენ მიმართ ინტერესს კარგავს

11 გაუცნობიერებელი მიზეზი, რის გამოც მამაკაცი თქვენ მიმართ ინტერესს კარგავს
არსებობს რამდენიმე ფსიქოლოგიური მიზეზი, რის გამოც მამაკაცები ქალების მიმართ ინტერესს კარგავენ, თუმცა ამ მიზეზებს თავადაც ვერ ხსნიან.

1. თქვენ იწყებთ მის მიმართ ზედმეტი ყურადღების გამოხატვას
თუ თქვენ უფრო ხშირად სწერთ მას, ურეკავთ, სხვადასხვა ადგილას ეპატიჟებით, თქვენს პარტნიორს აუცილებლად მობეზრდება ასეთი ურთიერთობა.

2. ურთიერთობაზე ძალიან მარტივად თანხმდებით
როდესაც მამაკაცი ხვდება, რომ ბევრი შრომა არ სჭირდება თქვენ „მისაღებად“, ის წყვეტს მცდელობებს და რაც მთავარია, მან შეიძლება დაკარგოს ყველა ის მიზეზი, რის გამოც გაფასებდათ და პატივს გცემდათ.

3. თქვენ
მასზე დედობრივი მზრუნველობით ზრუნავთ
მამაკაცს სჭირდება გართობა, სიყვარული და ეიფორია და არა ადამიანი, რომელიც მას აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაუწესებს.

4. თქვენ გამოავლინეთ ყველა თქვენი საიდუმლო თვისება
თუ ყოველთვის ეუბნებით, სად ხართ, რას ფიქრობთ და რას გრძნობთ, იმ იდუმალ ხასიათს კარგავთ, რომელიც პარტნიორს თქვენში მოსწონს.

5. ძალიან ცდილობთ დააკმაყოფილოთ მისი ყველა საჭიროება
ჩუქნით საჩუქრებს, ეპატიჟებით ყველგან და მისგან არაფერს მოითხოვთ, სანაცვლოდ კი ის თვლის, რომ დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება და ინტერესს მაშინვე კარგავს.

6. არ გაქვთ მაღალი სტანდარტები
თუ ერთსა და იმავე შეცდომას უამრავჯერ აპატიებთ და საკუთარი თავის ფასი არ გეცოდინებათ, მამაკაცი აუცილებლად მიგატოვებთ.

7. ცოტათი კმაყოფილდებით
იმის ნაცვლად, რომ მოითხოვოთ ის, რასაც იმსახურებთ, თქვენ ეთანხმებით იმას, რასაც პარტნიორი გაძლევთ. შესაძლოა ფიქრობთ, რომ სხვაგვარად შეაშინებთ მას ან ქედმაღალი და ამბიციური გამოჩნდებით, მაგრამ თუ კაცს მოსწონხარ, ის პატივს სცემს იმას, რასაც ნამდვილად იმსახურებ.

8. თქვენ ყოველთვის მასთან ხართ
ეს მოსაწყენია. მას დრო სჭირდება საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის და სხვა პირადი საქმეებისთვის.

9. თავი სულელად გამოგყავთ
ბევრი ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცებს მოსწონთ სულელი და ბავშვური ქალები, მაგრამ ეს ასე არ არის. როცა სულელს და უმწეოს თამაშობ, მამაკაცი გრძნობს, რომ მას შენი მოვლა დასჭირდება, რაც არცთუ ისე სასურველი პროცესია.

10. ამპარტავანი ხარ
რა თქმა უნდა, უნდა იცოდე შენი ღირებულება, მაგრამ როცა ყველაფერს ზემოდან უყურებ და საკუთარ თავს პრინცესად აქცევ, ეს ზედმეტად მოსაბეზრებელი ხდება.

11. დრამის დედოფალი ხარ
ჩვენ აღარ ვართ ბავშვები და არც სერიალის გმირები. არ არის საჭირო დრამატიზება, ყველაფერზე ჩხუბის მოწყობა და ინტრიგების ქსოვა.



როგორ მოიქცეთ დედამთილთან, რომელსაც სძულხართ

7 აშკარა მიზეზი, რის გამოც კაცი ქალისადმი ინტერესს კარგავს

რატომ უშვებენ ჭკვიანი ქალები უამრავ შეცდომას ურთიერთობებში






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93