ვინ არის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრი, რომელიც დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალის ჩაშლას ცდილობდა - Marao

ვინ არის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრი, რომელიც დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალის ჩაშლას ცდილობდა

2018-06-12 11:27:04+04:00

10 ივნისს დედოფლის დაბადების დღის ცერემონიალმა ერთი შეხედვით, უნაკლოდ ჩაიარა, თუმცა ტრადიციები არაერთხელ დაირღვა. დროებით მეგან მარკლი რომ დავივიწყოთ, ყველაზე პატარა მეამბოხე გოგონამ, დედოფლის 7 წლის შვილიშვილმა რამდენჯერმე „მოიპარა შოუ“.

ის ორკესტრის თანხლებით მღეროდა და ბიძაშვილს - პრინც ჯორჯს პირზე ხელს აფარებდა. ფოტოებში მისი ცივი მზერაც აშკარად იგრძნობა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხოველების მოყვარული ეს პატარა გოგონა სავანა ფილიპსი არცთუ ისე ტრადიციების მოყვარული იქნება.