„სამწუხაროდ, ჩემი ქორწინება რამდენიმე წელიწადში დამთავრდა, ჩვენ დავცილდით ერთმანეთს. ორი ვაჟკაცი მეზრდება, 5 წლის ნიკოლოზი და 4 წლის ლევანიკო. მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ეს აუცილებელია, ბავშვებმა ტრავმა რომ არ მიიღონ. ბაღიდანაც გამომყავს და ჩემთანაც არიან ხშირად. მხოლოდ გასტროლების დროს მენატრებიან, დანარჩენ დროს ყველაფერში ჩართული ვარ.
ოჯახის დანგრევა რთულია. შეიძლება მამაკაცმა ეს სიტყვებით ვერ გამოხატო, მაგრამ შინაგანად განგრევს, წამალი ჩემთვის ისევ და ისევ სიმღერაა. მომავალ ოჯახზე საუბარი ნაადრევია. დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება“, - ამბობს აჩიკო.

„13 წლის ასაკიდან დამაწვა ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა… დედაჩემს იმდენად შეჭირვებულად ეცვა, რომ არ კადრულობდნენ მასთან საუბარს“ - ნიკოლოზ რაჭველის დაუვიწყარი ისტორია
“ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა კაცი, რომელიც იყო უკარგესი, უთბილესი... შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავოჯახდით...“ - ალექსანდრა პიაჭაძე პირველი ქორწინების შესახებ