33 წლის ბრიტნი ჩარჩი 16 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი შეეძინა. ბავშვი 2004 წელს დაიბადა და ამის შემდეგ, 17 და 19 წლის ასაკში, ბრიტნიმ კიდევ ორი ბავშვი გააჩინა.
როდესაც ბრიტნიმ 20 წელს გადააბიჯა, მას კიდევ ოთხი შვილი შეეძინა და ბოლოს, გასულ წელს, ქალს მეთორმეტე შვილი ეყოლა.
ბრიტნი ამბობს, რომ მას ორსულობის გავლა და კიდევ ერთი შვილის ყოლა აღარ სურს, თუმცა მისი 30 წლის ქმარი კიდევ რამდენიმე შვილს სიამოვნებით იყოლიებდა.
ბავშვებიდან კრისის და ბრიტნის საერთო შვილი მხოლოდ 6 მათგანია, დანარჩენი 6 კი ბრიტნის პირველი ქმრისგან შეეძინა.


"დედა თანხის სანაცვლოდ დროებით ათხოვებდა შვილს რომელიმე უშვილო მამაკაცზე" - სუროგაცია ქართულ სოფლებში
"მეგონა, თირკმელში კენჭები მქონდა" - ქალმა, რომელმაც არ იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო, სამი ტყუპი გააჩინა