უნდა ცხოვრობდეს თუ არა დედამთილი შვილთან და რძალთან - ცნობილი მომღერლის პასუხი - Marao

უნდა ცხოვრობდეს თუ არა დედამთილი შვილთან და რძალთან - ცნობილი მომღერლის პასუხი

2022-07-09 17:45:34+04:00


სოციალურ ქსელში შოუ ბიზნესის წარმომადგენელი, ვიქტორია მაკარსკაია განმარტავს, რატომ უნდა ცხოვრობდეს დედამთილი ცალკე და არა შვილთან და რძალთან. ვიქტორია მსგავს თემებზე საკმაოდ ხშირად წერს და ამჯერადაც აღნიშნა რომ უკეთესია დაქორწინებული წყვილი დედამთილისგან განცალკევებით ცხოვრობდეს. თავად ვიქტორია საკმაოდ გავლენიანი ოჯახიდანაა და 46 წლის ასაკში 2 შვილი ჰყავს.

11 მარტს მაკარსკაიას „ინსტაგრამზე“ უცნობი ქალის კომენტარი გამოჩნდა, რომელიც წერდა რომ პანდემიის გამო ცოტახნით დედამთილთან ცხოვრება მოუწია და ამან ძალიან გააღიზიანა, რადგან ის გამუდმებით შეცდომებზე მიუთითებდა, ხოლო მისმა ქმარმა მაშინვე დედის მხარე დაიჭირა.

ვიქტორიამ კატეგორიულად უპასუხა, რომ დედამთილი წყვილის საქმეებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს.

„დედამთილი თავის ქმართან უნდა ცხოვრობდეს და არა შენთან. დაელაპარაკე და აუხსენი, თუ ვერ გაიგებს, ესე იგი ის ცდილობს შენი ოჯახის დანგრევას, ამიტომ სწრაფად მოშორდი მას“, - დაწერა მან.

ვიქტორიას თქმით, ქალი მის ქმარსაც უნდა დაელაპარაკოს და აუხსნას, რომ დედამისი უსახლკარო ან ინვალიდი არ არის, მას აქვს საკუთარი სახლი და ჰყავს ქმარი, ამიტომ აუცილებლად ცალკე უნდა იცხოვროს.

თავად ვიქტორია ანტონ მაკარსკიზე 2002 წლის 3 ივლისს დაქორწინდა და ქმართან ერთად უკვე თითქმის 20 წელია ბედნიერ ურთიერთობაში ახერხებს ცხოვრებას.

როგორ მოიქცეთ დედამთილთან, რომელსაც სძულხართ

როგორ "დავამარცხოთ" დედამთილი - ჰარმონიული ოჯახის საიდუმლო

"დავინახე,რომ ჩემმა დედამთილმა ჩაის ჭიქაში რაღაც ჩაყარა, მე კი ჭიქები შევცვალე..."