ანუკი არეშიძე მილანში გამართულ ჩვენებებს აქტიურად ესწრება და იქ გადაღებულ საინტერესო ვიდეოებსაც გვთავაზობს.
დიზაინერის ახალმა ფოტოებმა კი მისი გამომწერები აღფრთოვანებული დატოვა.
ანუკიმ ფოტოსესიის დროს ბაფთაც მოირგო, რომელიც თავისი ახალი კოლექციის ნაწილია. ცოტა ხნის წინ ამ ბაფთებს დიდი განხილვა მოჰყვა, რადგან მომხმარებლების ნაწილს არსებული ფასი ეძვირა. ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ ფასი ხარისხის შესაბამისია.
დიზაინერმა საუზმისა და ლანჩის ფოტოებიც გააზიარა. როგორც ჩანს, უპირატესობას კრუასანებსა და ფორთოხლის წვენს ანიჭებს. ეს კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ დილით მძიმე საკვების მირთმევა სწორი არ არის.
„ვგიჟდები ამ გოგოზე და მის უბრალოებაზე“, „სულ მილანში უნდა იყო, შენ ისეთ ფოტოებს დებ“, "ანუკი, ასეთი სტილი ბევრად გიხდება ","მგონი ასაკი გაკლდებათ. 16 წლის ბავშვის ვიზუალი გაქვთ"- უწერენ დიზაინერს გამომწერები.
ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული. მაგალითად, ფეხსაცმელსა და ქამრებზე.
როგორც ხედავთ, ანუკიმ 70-იანი წლების მოდის გახსენება გადაწყვიტა და შესაბამისი სამოსი და აქსესუარები მოირგო, რომელიც დეტალებისა და ვიზუალის გათვალისწინებით, თანამედროვეობას სულაც არ ჩამორჩება.
განსხვავებული იმიჯი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და კომპლიმენტებმაც არ დააყოვნა. როგორც ჩანს, გამომწერებს მისი ახლებური ჩაცმის სტილი ძველზე მეტადაც კი მოსწონთ.