ალექს როდრიგესი ღალატში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს – „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „ფლეიბოის“ ბრიტანელი მოდელი ამტკიცებს, რომ ბეისბოლისტმა ლოპესზე ნიშნობამდე რამდენიმე კვირით ადრე მას სექსი შესთავაზა.
ზოი გრეგორის თქმით, 43 წლის სპორტსმენმა „ტელეფონი აუფეთქა“ მესიჯებით, სადაც ჯგუფურ სექსს სთავაზობდა, უგზავნიდა თამამ ფოტოებს და პირადად შეხვედრას სთხოვდა.
მოდელი ჰყვება, რომ ალექსი მას შეხვედრას სთხოვდა, სადაც გრეგორის ჯგუფური სექსისთვის მეგობრებიც უნდა მიეყვანა.
„ჯენიფერ ლოპესი არაჩვეულებრივი ქალია და ამას არ იმსახურებს. მაშინ, როდესაც ჯენიფერზე დაქორწინებას გეგმავდა, როდრიგესი მიგზავნიდა სექსის ვიდეოებს და მთხოვდა, მეგობრებთან ერთად შევხვედროდი“, – ამბობს გრეგორი გამოცემა “The Sun”-თან. გაგრძელება + ფოტო