ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ძმა - ჯეიმს მიდლტონი,
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სასურველი სასიძოა, რომლის გულიც, როგორც ჩანს, უკვე დაკავებულია. 32 წლის ჯეიმსი სპორტსმენი და ბიზნესმენია. პირადი ცხოვრება მუდამ პაპარაცებისგან დამალული ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, თავისი გრძნობები აღარ დამალოს და პირად ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა მეგობარ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო.
როგორც ირკვევა, მისი რჩეული 30 წლის ფრანგი ალიზე ტევენეა, რომელიც ფინანსური ანალიტიკოსია. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, ალიზესა და ჯეიმს შორის რომანი 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყო საერთო მეგობრების წყალობით და მას შემდეგ ისინი ერთად არიან.
ინსაიდერები კი იუწყებიან, რომ წყვილს შორის ყველაფერი სერიოზულადაა. მეტიც, ჯეიმსმა ალიზე თავის ოჯახს გააცნო. ეს ინფორმაცია პორტალ „Standart“-ს ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერება ვუსურვოთ და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
ღირს, გამოიწერო: კეიტ მიდლტონის ძმა "ინსტაგრამზე" დარეგისტრირდა (ფოტო)
წყარო:peopletalk