ბრედლი კუპერმა თავის პირად გვერდზე ატვირთა 33 წლის მომღერალთან, ლედი გაგასთან ერთად გადაღებული ფოტო დაჯილდოებიდან. ამ ფორმით მან გადაწყვიტა, გაეგო, როგორ არიან განწყობილები მისი ფანები ლედი გაგას მიმართ.
„ოსკარის“ დაჯილდოების შემდეგ მათ რომანზე ჭორებმა მსოფლიოს ტაბლოიდები მოიარა.
სეზონის დასასრულს ირინა შეიკმა დატოვა ბრედლის სახლი. მსახიობს და მოდელს 4 წლის ქალიშვილი ლეა ჰყავთ. "ინსტაგრამის" ახალ გვერდზე ბრედლიმ ლედი გაგასთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. „ძალიან ბევრი ჭორი დადის ჩვენ ორზე და რას ფიქრობთ?!“ - დააწერა ბრედლიმ ფოტოს.
ბევრმა გამომწერმა გაკიცხა იმის გამო, რომ ირინა ვერ შეინარჩუნა, ზოგმა კი მოიწონა ეს ფაქტი. ზოგიერთმა არ დაიჯერა და მათი რომანი - პიარის ნაწილად აღიარა.
„რას ვიზამთ, იყოს ასე, როგორც არის“, „მათი ქიმია შეუდარებელია“, „ეს წყვილი უკვე დაქორწინებულია, თუკი სხვასთან ვნახავ, გული დამწყდება“ - წერდნენ კომენტარებში მსახიობის გამომწერები.
შეგახსენებთ, რომ ირინა ამ დროს მთლიანად სარეკლამო გადაღებებში გადაეშვა თავით, ხოლო თავისუფალ დროს, ბრედლისგან განსხვავებით, შვილთან ერთად ატარებს. სუპერმოდელს კი უკვე ჯენიფერ ენისტონის ყოფილ ქმართან რომანს მიაწერენ.
როგორც ჩანს, ახალ ვარსკვლავურ წყვილს ვიხილავთ სულ მალე...
ყველა სიახლე ირინაზე და ბრედლიზე
წყარო