მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა აქტიურად აქვეყნებს "ინტაგრამ სთორიში" ყოველდღური ხასიათის ვიდეოებს. ამჯერად მან საკუთარი ვახშმის შესახებ გამოაქვეყნა კადრები.
მსახიობის თქმით, ბოლო დროს ხშირად ამზადებს საჭმელს სახლში. მისივე თქმით, ნუტრიციონისტმა ურჩია, რომ ტკბილი საკვების ნაცვლად ხორცი მიეღო. ამიტომაც იამ ღუმელში ხორცის შეწვა გადაწყვიდა.
"რამდენიმე დღე მეყოფა", - აღნიშნა ტელეწამყვანმა, თუმცა მოგვიანებით დაამატა: "რა რამდენიმე დღე, რომ დაჰკრავს ტარიელი ახლა ამ ხორცს კბილს, ეგრევე გაანადგურებს".
ბოლო დროს, ია ფარულავას ვიდეოებში ტარიელ სუარი გამოჩდა, რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. წყვილი წლების
განმავლობაში დაშორებული იყო ერთმანეთს და მათი შერიგება ყველას გაუკვირდა. იამ უამრავი მილოცვის წერილი და თბილი სიტყვები მიიღო საზოგადოებისგან.
მსახიობი ტარიელისა და მისი დედის, მზიას დაბადების დღეზეც იყო. ეს კადრებიც იამ თვითონ გაასაჯაროვა და დედამთილს საჩუქარიც აჩუქა.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მშვიდი გულით წავალ სიბერისკენ, რადგან გვერდით ტარიელისნაირი ვაჟკაცი ბიჭი მიდგას" - განაცხადა ია ფარულავამ.
"აი, რა საჭიროა სახლში კაცი" - ია ფარულავა ტარიელ სუარს შეურიგდა? მსახიობი ახალ ვიდეოს აქვეყნებს
"ნახე, რა მოგიტანე" - რა აჩუქა ია ფარულავამ დაბადების დღეზე ტარიელ სუარის დედას