ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა 23 იანვარს ჯვარი დაიწერეს. წყვილის ჯვრისწერას თითქმის მთელი ქართული ბომონდი ესწრებოდა.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ სტუმრებს შორის არ იყო მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი.
თავდაპირველად, მარიტა მელიქიშვილს დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ჯანეტთან და რატომ არ იყო მოდელი გიორგისა და მარიტას ქორწილში. აღნიშნულ კითხვაზე მარიტამ მხოლოდ ის უპასუხა, რომ ჯანეტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ქორწილზე კითხვა უპასუხოდ დატოვა.
მოგვიანებით, იგივე შეკითვა დაუსვეს ნოე სულაბერიძესაც. რაზეც ტელესახის პასუხი იყო: "გიორგი არ უყვარს".
ნოეს მსგავსი ხუმრობები ახასიათებს ხოლმე და მისი პასუხი სერიოზულად არავის აღუქვია. თუმცა, ნამდვილი მიზეზის დასახელებისგან ნოეც და ჯანეტიც თავს იკავებენ.