ზრდილობიანი უარი დევიდსა და ვიქტორიას - რატომ არ მივიდა ბექჰემების შვილის ქორწილში სამეფო ოჯახის არცერთი წევრი - Marao

ზრდილობიანი უარი დევიდსა და ვიქტორიას - რატომ არ მივიდა ბექჰემების შვილის ქორწილში სამეფო ოჯახის არცერთი წევრი

2022-04-12 13:34:41+04:00


ბრიტანული მედია იტყობინება, რომ პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა უარი თქვეს ბრუკლინ ბექჰემის ქორწილში მისვლაზე მას შემდეგ, რაც დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა წყვილი პირადად დაპატიჟეს ცერემონიალზე.

სამეფო წყვილმა, რომელთა ქორწილშიც 2011 წელს ბექჰემები იმყოფებოდნენ, „ზრდილობიანი უარი“ განაცხადეს ნიკოლასა და ბრუკლინის 3,5 მილიარდ დოლარად შეფასებულ ცერემონიაზე დასწრებაზე.

როგორც სამეფო წყაროები ირწმუნებიან, პრინცმა უილიამმა პირადად მიიღო მოწვევა და წყვილს სასიამოვნო დროის გატარება უსურვა, თუმცა წასვლაზე უარი განუცხადა.

დევიდი და ვიქტორია 2018 წელს მეგანისა და ჰარის ქორწილსაც ესწრებოდნენ. თავად მეგან მარკლი ვიქტორია ბექჰემის სამოსით ხშირად ჩნდება საზოგადოებაში, თუმცა მათი შვილის ქორწილში არც ჰარი და მეგანი იმყოფებოდნენ.

ქორწილი, რომელსაც მოდის სამყარო ელოდა - ბრუკლინ ბექჰემმა ნიკოლა პელცზე იქორწინა

47 წლის ვიქტორია ბექჰემი საკუთარი სილამაზის საიდუმლოს ამხელს - როგორია პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის ცხოვრების წესი