ქანიე უესტის მენტალური პრობლემების შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი რამ არის ცნობილი. რეპერმა ბიპოლარული აშლილობის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სტატუსისთვის დონალდ ტრამპს ეჯიბრებოდა.
ქანიეს ყოფილმა ცოლმა კიმ კარდაშიანმა მეუღლის ემოციურ დაავადებებზე არაერთხელ ისაუბრა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქანიემ კარდაშიანები მის სახლში გამოკეტვასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა.
კიმი და ქანიე ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. კიმს უკვე აქვს ახალი ურთიერთობა, ხოლო ქანიე მას მერე, რაც საკუთარმა გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობისა და აგრესიის გამო გააკრიტიკეს, სამკურნალოდ წავიდა და ჯერჯერობით მისი ადგილსამყოფელი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
გასულ წელს რეპერმა სახელი „ქანიე უესტი“ ოფიციალურად შეცვალა და „იე“ დაირქვა, ბოლოს კი განაცხადა, რომ მას სურს „ქრისტიანი გენიოსი მილიარდერი ქანიე უესტი“ ერქვას.
როგორც კიმ კარდაშიანი აღნიშნავს, ყველაფრის მიუხედავად, მას ყოფილი მეუღლის კარგად ესმის და ნებისმიერ დროს მის გვერდით იქნება, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე მათ საერთო შვილებს შეეხებათ, თუმცა ქანიეს მხრიდან კიმის პირად ცხოვრებაში ჩარევას და შვილებით მანიპულირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, რომ სანამ ქანიე სამკურნალოდ წასვლასა და სოციალური ქსელებისგან შორს ყოფნას გადაწყვეტდა, ის კიმ კარდაშიანს შვილით, ნორს უესტით მანიპულირების გამო საჯაროდ აყენებდა შეურაცხყოფას; კიმის პარტნიორს, პიტ დევიდსონს სახალხოდ აბულინგებდა, ამერიკის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. რეპერმა ყოფილ ცოლთან ახლოს ყოფნის მიზნით მის გვერდით სახლიც კი იყიდა.
უესტის ფანების აზრი ორგვარია. ნაწილი ფიქრობს, რომ ის უბრალოდ კიმზე შეყვარებული კაცია, რომელიც ცოლის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს; მეორე ნაწილი კი რეპერს კონტროლის აუტანელ სურვილებსა და შვილების კიმის წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებს.
კორტნი კარდაშიანის საიდუმლო ქორწილი ვეგასში და გლამურული წვეულების სტუმრები - ნახეთ ცნობილი წყვილის ფოტოები
ქანიე ვესტი ამტკიცებს, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი ბულინგის მსხვერპლად კიმ კარდაშიანმა აქცია
41 წლის კიმ კარდაშიანი და 28 წლის პიტ დევიდსონი ერთმანეთს ხვდებიან - ყველაფერი წყვილის ურთიერთობის შესახებ