გავრცელებული ინფორმაციით, 81 წლის ალ პაჩინოს აქვს ურთიერთობა ნორ ალფალაჰთან, რომელიც ჰოლივუდის ლეგენდაზე 53 წლით უმცროსია და პაჩინომდე რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა მომღერალ მიკ ჯაგერს, რომელთანაც ასევე დიდი ასაკობრივი სხვაობა აშორებდა.
პაჩინო შენიშნეს 28 წლის ალფალაჰთან ჯერ ხელოვნების მუზეუმში და შემდეგ ვახშამზე.
პაჩინომ და ნურმა შეხვედრა პანდემიის პერიოდში დაიწყეს. ამერიკული მედია ამბობს, რომ ნური მხოლოდ მდიდარ და ასაკით უფროს მამაკაცებს ხვდება.
გამოცემა „ინსაიდერმა“ დაწერა: ”ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ალთან და ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს. ასაკობრივი სხვაობა პრობლემას არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ალ პაჩინო ნურის მამაზე უფროსია. ნური მდიდარი ოჯახიდანაა და სანაცნობო წრეც შესაბამისი ჰყავს“.
საინტერესოა, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ალფალაჰი მასზე ბევრად უფროს მამაკაცს ხვდება. მას ურთიერთობა ჰქონდა 78 წლის მიკ ჯაგერთან და 60 წლის მილიარდერ ინვესტორ ნიკოლას ბერგრუენსთანაც.
ალფალაჰი ასევე დააფიქსირეს 91 წლის კლინტ ისტვუდთან ერთად, მაგრამ მან თავადვე უარყო ჭორები ურთიერთობის შესახებ და თქვა, რომ კლინტი მხოლოდ "ოჯახის მეგობარია".
რაც შეეხება პაჩინოს და ალფალაჰს, წყვილი ბოლოს შაბათს, კალიფორნიაში დააფიქსირეს.
„მე მას მაშინ შევხვდი, როცა შეყვარებულთან განშორების გამო გულგატეხილი ვიყავი... როცა ვენსანი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ის იყო, ჩემი ბედი “ - ტინა კუნაკმა ვენსანთან პირველი შეხვედრა გაიხსენა
„ეს იყო ყველაზე რომანტიკული რამ, რისი წარმოდგენაც კი შემეძლო...“ - ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკისგან ხელის თხოვნის დეტალებს იხსენებს