ყველანი გავოცდით, როდესაც გავიგეთ, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი კვლავ დაინიშნენ, თუმცა ჯენიფერს დეტალებზე აქამდე არ უსაუბრია.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მომღერალმა და მსახიობმა დეტალურად აღწერეს რომანტიკული საღამო.
"როდისმე წარმოგიდგენიათ, რომ თქვენი ყველაზე დიდი ოცნება შეიძლება ახდეს? შაბათს ღამით, როცა დედამიწაზე ჩემს საყვარელ ადგილას ვიყავი, ჩემი მშვენიერი სიყვარული ცალ მუხლზე დადგა და ცოლობა შემომთავაზა. მე სრულიად შოკირებული ვიყავი და მხოლოდ მის თვალებს ვუყურებდი... იღიმებოდა და ტიროდა. ამავდროულად, ძალიან ცდილობდა თავის შეკავებას. 20 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ისევ განმეორდა. რა თქმა უნდა, მე მას თანხმობა განვუცხადე“ - იხსენებს ჯენიფერი.
ბენმა ჯენიფერს ცოლობა უზარმაზარი, 8,5-კარატიანი მწვანე ბრილიანტით სთხოვა, რომელიც, სავარაუდოდ, 10 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. ვარდისფერი ბეჭედი, რომლითაც აფლეკმა საცოლეს ხელი 20 წლის წინ სთხოვა, 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.
"ვიღიმოდი და ცრემლები ჩამომიგორდა. ვგრძნობდი თავს წარმოუდგენლად ბედნიერად და სრულყოფილად. ეს იყო ყველაზე რომანტიკული რამ, რისი წარმოდგენაც კი შემეძლო... მშვიდი შაბათი საღამო. ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ჰპირდებიან, რომ ყოველთვის იქნებიან ერთმანეთის გვერდით“, - ამბობს ლოპესი.
თავის ულამაზეს მწვანე ბრილიანტზე საუბრისას ჯენიფერმა თქვა: „მწვანე ყოველთვის იყო ჩემი იღბლიანი ფერი და ახლა, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ასე იქნება“.
აფლეკმა ჯენიფერს ცოლობა პირველად 2004 წლის იანვარში სთხოვა, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა და სხვადასხვა ადამიანზე იქორწინეს. ამის მიუხედავად, ისინი ყოველთვის მეგობრობდნენ. 18 წლის შემდეგ კი რომანი აღადგინეს და დაინიშნენ.
"საიდუმლო და განსაკუთრებულ ამბავს გიზიარებთ..." - ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ისევ დაინიშნენ
„ურიგო არ იქნებოდა, შვილის იმიჯზეც გეზრუნა“ - ჯენიფერ ლოპესს კვლავ ქალიშვილის სტილის გამო აკრიტიკებენ