სემ ასგარი ადასტურებს, რომ ის და ბრიტნი სპირსი პირველ შვილს ელოდებიან და მის სქესს მალე გამოაცხადებენ.
ახალ ინტერვიუში მსახიობმა განმარტა, რომ ბავშვის დაბადებამდე მისი სქესის გაგება არ სურთ.
„ეს ბრიტნის გადასაწყვეტია. მინდა, რომ ბავშვის დაბადებას მოუთმენლად ველოდებოდე. თუ გოგო იქნება, პრინცესასავით გავანებივრებთ, ხოლო ბიჭს ფუფუნებაში გავზრდით“ - თქვა ასგარმა.
ბრიტნიმ ორსულობის შესახებ საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაწერა: „ძალიან დიდხანს ვიყავი სამოგზაუროდ სხვადასხვა ქვეყანაში წონის დაკლების მიზნით და შევამჩნიე, რომ მუცელი უფრო გამეზარდა. ვფიქრობდი, რომ მუცლის პრობლემები მქონდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ორსულად ვიყავი“.
ბრიტნიმ ასევე აღნიშნა, რომ წინა ორსულობის პერიოდში მას ღრმა დეპრესია ჰქონდა და ეს მისთვის საშინელებაა, ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
"ბრიტნიმ დანა აიღო და ოთახში ჩაგვკეტა..." - რას წერს ბრიტნი სპირსის და ავტობიოგრაფიულ წიგნში: დები ერთმანეთს სკანდალურად დაუპირისპირდნენ
„დუმილი დანაშაულია! მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე! დიახ, მე მნიშვნელოვანი ვარ!“ - რატომ გააღიზიანა ქრისტინა აგილერას განცხადებამ ბრიტნი სპირსი
ბრიტნი სპირსს თანამშრომელი ძალადობაში ადანაშაულებს - მომღერლის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს