ცუდად გაკეთებულ ტატუში სასაცილო არაფერია, მაგრამ ემბერ ჰერდი მწარედ ატირდა, როდესაც საუბრობდა, რომ ჯონი დეპმა მას პირველად სწორად ამ მიზეზით დაარტყა. ემბერმა გაიხსენა, რომ ჯონიმ ტატუ გაიკეთა და ფიქრობდა, რომ ჰერდი მას ამის გამო დასცინოდა.
„აქამდე ასე არავინ მომქცევია, ამ შემთხვევამ გული მთლიანად დამიმსხვრია“, - თქვა მან.
ჰერდი ასევე ტიროდა, როდესაც ამბობდა, რომ დეპის წინააღმდეგ დაწყებული ცილისწამების საქმე არის ყველაზე მტკივნეული რამ, რაც მას ოდესმე განუცდია. ეს ყველაფერი მისი ჩვენების მხოლოდ პირველ საათებში მოხდა, პროცესები კი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
ამასთან, ბოლოს, როცა ჩვენება ჯონი დეპმა მისცა, განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობის მხვერპლი თავად არის და არა ემბერ ჰერდი, რომელიც ნარცისიზმის დაავადებით იტანჯება.
58 წლის დეპმა 50 მილიონი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა ბრალდებით, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენა მას, რომელიც ცილისწამებით გამოიხატა, რადგან 2018 წელს ემბერმა ინტერვიუ ადგილობრივ გაზეთს მისცა. მასალაში პირდაპირ არ იყო ნახსენები დეპის სახელი, მაგრამ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჰერდს სწორედ ის ჰყავდა მხედველობაში. "სტატიის გავრცელებამ შელახა ხელოვანის კინოკარიერა და რეპუტაცია", - აცხადებენ ადვოკატები.
"ჰერდის ქმედებები იყო დახვეწილი ხუმრობა, რომელიც შეიქმნა მისი კარიერული წინსვლისთვის", - ნათქვამია სარჩელში. ასევე, ყოფილ მეუღლეებს აქვთ მოწმეების დიდი სია, რომლებიც მზად არიან სასამართლოში ჩვენების მისაცემად.
დეპმა და ჰერდმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს The Rum Diary-ს გადაღებისას და ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ჰერდმა დეპი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც 2016 წელს განქორწინება მოითხოვა. მთელი რიგი სასამართლო პროცესების შემდეგ ბევრმა სტუდიამ თქვა უარი ჯონი დეპთან თანამშრომლობაზე.
ემბერ ჰერდს ილონ მასკისგან შვილის გაჩენა სურდა - რაზე უჩივლა მას ბიზნესმენმა?
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ