ისინი შეხვდნენ 1957 წელს - დელონი მაშინ ჯერ კიდევ უცნობი მსახიობი იყო, შნაიდერი კი მთელ გერმანულენოვან სივრცეში ცნობილი იყო, როგორც პრინცესა სისი. სიყვარული ერთი ნახვით არ მომხდარა, მაგრამ ეს გრძნობა მოჰყვა ფილმ „კრისტინას“ სცენარს, სადაც ორივე მთავარ როლს ასრულებდა. ფილმის გადაღებები მათი რომანის დასაწყისი გახდა. „კრისტინას“ გამოსვლის შემდეგ ალენ დელონზე ალაპარაკდნენ, მაგრამ მისი მთავარი მიზანი რომის დარწმუნება იყო, რომ გერმანელი მსახიობი მასთან ერთად საფრანგეთში გადასულიყო.
რომი მაშინ მხოლოდ 19 წლის იყო, ალენი - 22 წლის. ამიტომ მათ მშობლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ გავლენა მათზე. ასე რომ, რომის დედამ სასიძოდ დელონის კანდიდატურა არ მიიღო და ამ ნაბიჯს ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ კომპრომისი სწრაფად იქნა ნაპოვნი, მშობლები დაჟინებით მოითხოვდნენ ქორწინებას და მალე ალენ დელონმა რომის ხელი სთხოვა.
პარიზში ალენმა გაიცნო ლუჩინო ვისკონტი, რომელმაც წყვილს მთავარი როლები გადასცა სპექტაკლში "სამწუხაროა, რომ მეძავია". შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ თუ მსახიობი პოპულარობით სარგებლობს მშობლიურ გერმანიაში ან ავსტრიაში, ის მთელ ევროპას უყვარს, მაგრამ იმ დღეებში ყველაფერი სხვაგვარად იყო - საფრანგეთში რომის თითქმის არავინ იცნობდა.
რომიმ პოპულარობა მალევე მოიპოვა და ჰოლივუდის ვარსკვლავიც გახდა. ორიოდე თვის შემდეგ, გადაღებების ბოლოს, პარიზის ბინაში დაბრუნებისას, რომიმ იპოვა დელონის მიერ დატოვებული გამოსამშვიდობებელი წერილი და ვარდების თაიგული - აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის დელონი უკვე თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ნატალი ბართლემისთან. მტკივნეული განშორების შემდეგ რომი შნაიდერმა კარიერა გარკვეული დროით მიატოვა და მას მხოლოდ მომდევნო წელს დაუბრუნდა. ასე დაშორდა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი.
„თუ მკითხავთ, ვინ მენატრება ყველაზე მეტად, ვიტყვი, რომ რომი შნაიდერი. ის წარმოუდგენელი იყო", - თქვა დელონმა 2019 წელს.
განშორების შემდეგ მათ ერთად ითამაშეს კიდევ რამდენიმე ფილმში და განაგრძეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. რომი შნაიდერი გარდაიცვალა 1982 წელს. დელონმა საკუთარ თავზე აიღო მისი დაკრძალვის ორგანიზება.
„დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“, - ამბობდა ალენი რომის შესახებ.
ამ ორის სასიყვარულო ისტორია დღემდე განხილვის საგანია. ხალხი ალენს რომის ცხოვრების დანგრევაში ადანაშაულებს, რადგან რომის ყოველთვის უყვარდა ის, ხოლო ალენი ცნობილი მექალთანე გახლდათ.
დელონთან დაშორების შემდეგ რომი გათხოვდა, თუმცა მისი შვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რამაც მსახიობის ფსიქიკა კიდევ უფრო გააუარესა. ამ დროს მის გვერდით ყოველთვის იყო ალენი, რომელსაც რომი საკუთარი ცხოვრების მთავარ სიყვარულად თვლიდა და ბოლომდე ასე მოიხსენიებდა.
როგორც მოგვიანებით დელონი იხსენებდა, რომიში ორი ქალი ცხოვრობდა, გერმანელი თოჯინა და მტკიცე ხასიათის ქალი, რომელსაც ვერასდროს იტანდა.
ისევე, როგორც ალენისთვის, გულშემატკივრებისთვისაც რომი ყოველთვის ერთ-ერთ საყვარელ მსახიობად და პიროვნებად რჩება, ხოლო დელონის მიმართ კრიტიკას არ იშურებენ.
"ასაკი მხოლოდ ციფრებია" - ალ პაჩინო 82 წლის იუბილეს 28 წლის შეყვარებულთან ერთად აღნიშნავს
7 ვარსკვლავური წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელთა შესახებაც შესაძლოა არასდროს გსმენიათ