ალექსანდრე გორდონმა კვლავ მოახერხა საზოგადოების გაოცება ახალგაზრდა არტისტზე, სოფიაზე დაქორწინებით. ტელეწამყვანი ფარულად დაქორწინდა სუზდალში, სპასო-ევფიმიევის მონასტერში. გორდონის რჩეული იყო 20 წლის სოფია კალანდაძე. სოფია ალექსანდრესთვის მეხუთე ცოლია.
სოფია პიანისტის, ბორის ბერეზოვსკის დისშვილია. ამიტომ, ხელოვნების სიყვარული, როგორც ამბობენ, მის სისხლშია. გოგონას ადრეული ბავშვობიდანვე უყვარდა მუსიკა. ახლა ის არის იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ-პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. მიუხედავად მცირე ასაკისა, კალანდაძე უკვე არის რამდენიმე რუსული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.
ნიჭიერი არფისტი ალექსანდრეს ოთხი წლის წინ, 2018 წელს შეხვდა. მაშინ გორდონი ახალი დაშორებული იყო თავის წინა მეუღლესთან, მსახიობ ნოზანინ აბდულვასიევასთან. ისინი ერთად ორ ვაჟს ზრდიდნენ. იმ დროს ამბობდნენ, რომ მათი ექვსწლიანი ქორწინება ოცდაათი წლის ასაკობრივი სხვაობის გამო დაიშალა.
თუმცა, ამან არ შეაჩერა ალექსანდრე და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყურადღება მიაქცია 16 წლის სოფიას, რომელთან ერთადაც მონაწილეობა მიიღო იელაბუგაში გამართულ დიდ ფესტივალში.
ცხადია, გოგოს არ აწუხებს არც ახლადშექმნილი მეუღლის მშფოთვარე პირადი ცხოვრება და არც 38 წლიანი ასაკობრივი სხვაობა. რაც არ შეიძლება ითქვას მის ოჯახზე.
უფროსმა დებმა კალანდაძეებმა StarHit-თან აღიარეს, რომ თავიდან ცნობილი სიძის მიღება გაუჭირდათ.
”ყველას აქვს ბევრი კითხვა ასაკობრივი სხვაობის შესახებ და ჩვენ თვითონ ვიყავით თავიდან ცოტა შოკირებულები. მაგრამ ყველა ასაკი ემორჩილება სიყვარულს. ზოგიერთი ჩვენი ახლობელი დიდხანს ვერ ეგუებოდა ამას, მაგრამ ახლა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. რაც მთავარია, სოფია ბედნიერია. და თუ ეს მის ცხოვრებას ბედნიერებას მატებს, მაშინ ჩვენ ყველანი მომხრენი ვართ!“ - თქვეს მისმა დებმა.
როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, პატარძალი და ახლობლები ბედნიერები არიან, თავად ალექსანდრე კი დარწმუნებულია, რომ მათი ოჯახური კავშირი ძლიერი იქნება.

"ასაკი მხოლოდ ციფრებია" - ალ პაჩინო 82 წლის იუბილეს 28 წლის შეყვარებულთან ერთად აღნიშნავს
,,და ცხოვრება გრძელდება ასე...’’ - ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანტიკული ფოტოები ზღვის სანაპიროდან - როგორ აღნიშნავს ვარსკვლავური წყვილი სიყვარულის დღეს
როგორ გამოიყურება ილონ მასკის დედა: ქალბატონი უკვე 70 წლისაა, მაგრამ ბევრ ახალგაზრდას ჯობია