მეგან მარკლს და ჰარის „ნეთფლიქსთან“ 100 მილიონ დოლარად შეფასებული პროექტი აქვთ, რომლის ფარგლებშიც წყვილი დოკუმენტური სერიალის გამოშვებას გეგმავს. სერიალში ისინი საკუთარი ცხოვრების ასახვას და სამეფო ოჯახის მიღმა, ამერიკაში ცხოვრების ჩვენებას გეგმავენ.
წყაროები ამტკიცებენ, რომ გადამღები ჯგუფი სამეფო წყვილის საცხოვრებელ სახლში უკვე თვეებია მუშაობს და სერიალის გამოსვლას დაახლოებით წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.
ჯერჯერობით უცნობია, გამოჩნდებიან თუ არა სერიალში მეგანის და ჰარის პატარა შვილები. არჩი ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, ხოლო ლილიბეტი - 11 თვის.
სამეფო ოჯახის სხვა წევრები ჰარის გადაწყვეტილებით კვლავ იმედგაცრუებულები არიან. პრინცმა უილიამმა აღიარა, რომ უმცროსი ძმის გადაწყვეტილების გამო ის ცოტა ხნით შოკში იყო.
რამდენიმე კვირის წინ უილიამმა საჯაროდ ისაუბრა მისი და ჰარის ბავშვობაზე და აღნიშნა, რომ ჰარის ბავშვობიდანვე პატიობდნენ ყველა დანაშაულს, რადგან პრინცესა დაიანა თვლიდა, რომ ამ გზით მას ყველაზე ბედნიერ ბავშვობას ჩუქნიდა, თუმცა მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები თავად დედოფლისთვის ერთიმეორეზე მიუღებელი აღმოჩნდა.
ცოლის გეგმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბებია, მაშინაც კი, თუ ბებია დედოფალი ელიზაბეტია - პრინცი ჰარი დედოფლის 96 წლის იუბილეს გამოტოვებს
კიდევ ერთი სკანდალი მეგან მარკლის გარშემო - ჰერცოგინია ცდილობს, ხალხს ისტორიული სიტყვის გამოყენება აუკრძალოს, რადგან ეს სიტყვა საკუთარ კამპანიას დაარქვა
ბრიტანეთში ფიქრობენ, რომ მეგან მარკლის ცრემლები მონარქიის დასრულების მიზეზი გახდება