"ბედნიერი 25 წელი... მადლობა, რომ გიყვარვარ და ჩვენს ლამაზ ოჯახს იცავ“ - სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ - Marao

"ბედნიერი 25 წელი... მადლობა, რომ გიყვარვარ და ჩვენს ლამაზ ოჯახს იცავ“ - სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

2022-05-19 11:45:12+04:00


სილვესტერ სტალონე და ჯენიფერ ფლავინი ერთად ყოფნის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ჰოლივუდის 75 წლის ლეგენდამ „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 53 წლის ჯენიფერთან ერთადაა.

„ბედნიერი 25 წელი და ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე“ - დაწერა სტალონემ.

სილვესტერმა რამდენიმე ფოტო მათი ნიშნობის ცერემონიიდანაც გამოაქვეყნა. ფოტოებმა გულშემატკივრებში განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.

სოციალურ ქსელში ფოტოები თავად ჯენიფერმაც გამოაქვეყნა.

„ბედნიერი 25 წელი. მადლობა, რომ ყოველთვის მაცინებ, გიყვარვარ და ჩვენს ლამაზ ოჯახს იცავ“ - დაწერა მან.

წყვილი 1997 წლის მაისში დაქორწინდა. მათ 3 საერთო შვილი ჰყავთ: 25 წლის სოფია, 23 წლის სისთინი და 19 წლის სკარლეტი.

თავად სტალონე წარსულში სამჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში. პირველი მეუღლისგან მას 2 შვილი ჰყავდა. უფროსი ვაჟი, სეიჯი, სამწუხაროდ, გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო უმცროსს აუტიზმის დაავადება ადრეულ ასაკშივე დაუდასტურდა.

24 მაისს ალენ დელონი რომი შნაიდერისადმი მიძღვნილ სასიყვარულო წერილს საჯაროდ წაიკითხავს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ

დასავლური ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი კვლავ ერთად არიან