ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე ნიკოლა პელცი სამშაბათს დასავლეთ ჰოლივუდში დააფიქსირეს. ხელჩაკიდებულმა წყვილმა ხალხის ყურადღება ძალიან მალე მიიქცია. 23 წლის ნიკოლა უკვე დიდი ხანია მოდელია, რაც მის გერმანულ სილამაზესა და დახვეწილ სხეულის ფორმებს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
ბრუკლინმა ჰოლივუდში ცოლის მსგავსი ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური მოირგო, ხოლო ნიკოლამ გრძელ, შავ ზედას შავი ჩანთა და მზის სათვალე შეუხამა.
ბრუკლინ ბექჰემი ვიქტორია და დევიდ ბექჰემების შვილია, ხოლო ნიკოლა წარმოშობით მილიარდერების ოჯახიდანაა. ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ წყვილი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით ხშირად ხვდება.