ჯონი დეპის წინააღმდეგ წაგებული სასამართლო დავის შემდეგ ემბერ ჰარდი სატელევიზიო შოუში გამოჩნდა და ის ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თუ როგორ უყვება მისი და ჯონის თანაცხოვრების პერიოდში გადატანილ სტრესს საკუთარ ფსიქოლოგს.
ემბერის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტები 2011 წლით თარიღდება და როგორც მსახიობი აღნიშნავს, მტკიცებულებები სასამართლოს წარუდგინა, თუმცა, დეპის ცნობადობიდან გამომდინარე, ისინი არ გაითვალისწინეს.
ჰარდის ფსიქოლოგი ამბობს, რომ მსახიობი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 2012 წლის იანვრიდან მოყოლებული, ყოველდღიურად ხდებოდა.
„ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჯონიმ ემბერი საწოლზე დააგდო და მოკვლით ემუქრებოდა“, - ნათქვამია ჩანაწერებში.

ცხოვრება სკანდალური დაშორების შემდეგ - რას ამბობს ემბერ ჰარდი ჯონი დეპზე და როგორია მისი სახლი, სადაც განქორწინების შემდეგ ცხოვრობს
ემბერ ჰერდის და ჯონი დეპის სიყვარულის ისტორია - ნახეთ როგორ ცდილობდა მსახიობი ემბერის გულის მოგებას
„დასაწყისიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით“ - ჯონი დეპის და ქეით მოსის სიყვარულის ისტორია