ყველაზე გახმაურებული ვარსკვლავური სასამართლო პროცესი დასრულდა: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯონი დეპის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და ემბერ ჰერდი ცილისწამებაში ცნო დამნაშავედ. დრამატული სასამართლო პროცესის ფინალის საპატივცემულოდ, რომელსაც მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა, როგორ ვითარდებოდა მათი რომანი წლების განმავლობაში.
2010 წელს, როდესაც ეს ამბავი დაიწყო, 24 წლის ემბერ ჰერდი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა ფოტოგრაფ ქალთან, ტასია ვან რესთან. მაშინ კალიფორნიის შტატში ჯერ კიდევ არ იყო დაკანონებული ერთსქესიანთა ქორწინება, თუმცა ემბერი და ტასია საიდუმლოდ დაქორწინდნენ.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი 2010 წელს 46 წლის იყო. ის 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში ვანესა პარადისთან, რომელთან ერთადაც ზრდიდა ქალიშვილს და ვაჟს. ფრანგი ქალის თქმით, დეპი შესანიშნავი მამა და ქმარი იყო.
ჯონი და ემბერი ერთმანეთს The Rum Diary-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, მაგრამ მათი რომანი გადასაღებ მოედანზე არ დაწყებულა. ემბერი ჯონის მხოლოდ 2011 წელს დაუახლოვდა, თუმცა მათ შორის არანაირი გრძნობა არ ჩანდა. მოგვიანებით ჯონიმ აღნიშნა, რომ ემბერთან ბლუზის სიყვარულმა დააახლოვა. როგორც ჩანს, ჯონი უკრავდა და მღეროდა სიმღერებს, რომლებსაც ემბერი ცნობდა, ამ ფონზე კი ვანესა პარადი დავიწყებას მიეცა და დეპმა ჰერდთან სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყო.
იმ დროს ემბერის ყოველი საჯარო გამოჩენა შთამბეჭდავი იყო. მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ჯონი დეპის მოსახიბლად აკეთებდა.
იყო თუ არა ეს გრძნობა ორმხრივი, ძნელი სათქმელია. არსებობს მოსაზრებაც, რომ ემბერს ჯონი არასდროს უყვარდა, ის მხოლოდ ახალგაზრდა გოგონა იყო ტეხასიდან, რომელმაც ჰოლივუდის დაპყრობა გულის გარეშე, პატარა ჩანთითა და საკუთარი სილამაზით გადაწყვიტა.
2012 წლის ივნისში ჯონი დეპის სპიკერმა დაადასტურა ის, რაც ყველამ უკვე იცოდა: დეპი და ვანესა პარადი 14-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. თითქმის იმავე კვირას ჰერდი მეგობრულად დაემშვიდობა საცოლეს, ტასია ვან რეის.
ერთი სიტყვით, როგორც კი ჯონიმ არჩევანი ემბერის სასარგებლოდ გააკეთა, ჰერდი იქცეოდა, როგორც ნამდვილი მანიპულატორი, უფრო სწორედ, როგორც ქალი, რომელმაც გაიგო მისი ღირებულება და გადაწყვიტა, ფსონების კიდევ უფრო მაღლა აწევა ეცადა. ერთი თვის შემდეგ, 2012 წლის ივლისში, ჰერდმა გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა დრო, რათა გაეგო, რა სურდა ჯონისთან ურთიერთობიდან. ბუნებით რომანტიკოსმა დეპმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ემბერი მასთან დაბრუნებულიყო.
2013 წლის იანვარში ჰერდმა კვლავ დატოვა ჯონი და გაემგზავრა პარიზში, ბისექსუალ მოდელთან, მარი დე ბილპენთან ერთად. ეს ურთიერთობა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ამასობაში ჯონიმ ბაჰამის კუნძულებზე შექმნა ბარი, რომელიც იყო ზუსტად იგივე, რაც მისი და ემბერის საერთო ფილმში, ხოლო ბარს ემბერის სახელი დაარქვა. 2013 წლის დეკემბერში ჯონიმ ემბერს 50 000 დოლარის ღირებულის ბრილიანტის ყელსაბამი აჩუქა. 2014 წლის იანვარში ემბერის თითზე ნიშნობის ბეჭედი გამოჩნდა.
ამბობენ, რომ როდესაც ანჯელინა ჯონიმ ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის ნიშნობის შესახებ გაიგო, ჯონის საქორწინო კონტრაქტის შედგენა ურჩია. როგორც ჩანს, ანჯელინა მართალი აღმოჩნდა, რადგან სამართლებრივი დავის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ძალადობასთან ერთად ჯონი დეპის ქონებაც გახდა.
ცხადია, ჯონი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ ემბერს თავი ბედნიერად ეგრძნო, თუმცა ის ცოლის მხრიდან მუდმივი ძალადობის მსხვერპლი იყო.
სასამართლო პროცესის დასრულებას ემბერი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა:
"სიტყვებით ვერ აღვწერ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც დღეს ვგრძნობ. გულგატეხილი ვარ, რომ ზღვა მტკიცებულებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩემი ყოფილი ქმრის არაპროპორციულად დიდ ძალაუფლებას, გავლენასა და ავტორიტეტს დავპირისპირებოდი.
კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, თუ რას მოუტანს ეს სხვა ქალებს. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ეს იმ დროში დაბრუნებაა, სადაც ქალებს ხმის ხმამაღლა ამოღების გამო საჯაროდ არცხვენდნენ და ამცირებდნენ. ეს ხელს უშლის იმ იდეას, რომ ქალების მიმართ ძალადობა სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.
მჯერა, ჯონის იურისტებმა მოახერხეს, რომ ნაფიცი მსაჯულებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობისთვის ყურადღება არ მიექციათ და სათვალავში არ ჩაეგდოთ მტკიცებულებები, რომლებიც იმდენად სარწმუნოა, რომ ბრიტანეთში დავა მოვიგეთ.
ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე. თუმცა უფრო მეტად იმის გამო ვწუხვარ, რომ თითქოს ის უფლებაც დავკარგე, რომელიც მეგონა, რომ როგორც ამერიკელს, მქონდა — თავისუფლად და ღიად ლაპარაკის" - წერს მსახიობი.
„დასაწყისიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებოდით“ - ჯონი დეპის და ქეით მოსის სიყვარულის ისტორია